გალტ & თაგარტის 11–15 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დამაჯერებელ ზრდას აჩვენებს. ყველაზე მეტად საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა, ყველაზე ნაკლებად კი საქართველოს კაპიტალის აქციების ფასმა მოიმატა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.43% წინა კვირასთან შედარებით და +21.81% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.75 - 52.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 102 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.25% წინა კვირასთან შედარებით და +17.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 417 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.55 - 32.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 101 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.40% წინა კვირასთან შედარებით და +13.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.12 - 12.12 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.