ევრობასკეტი 2025 | საქართველოს განვლილი გზა და 1/8-ფინალი - ერთად ვუგუ...
საქართველოს საკალათბურთო
ნაკრებისთვის და მისი
ქომაგისთვის, 2025 წლის
ევრობასკეტის ჯგუფური
ეტაპი ემოციების
კორიანტელად იქცა. საოცარი
სტარტი გვქონდა: ევროპის
მოქმედი ჩემპიონი
ღირსეულად დავამარცხეთ,
რითაც, როგორც შემდეგაც
გამოჩნდა, პლეი-ოფში
გასასვლელი ბილეთი
მოვიპოვეთ.ისიც სათქმელია,
რომ საქართველოსთან
დამარცხება ძალიან ძვირად
დაუჯდა ესპანეთის ნაკრებს,
რომელმაც ბოლო,
გადამწყვეტი მატჩი იანის
ანტეტოკუნმპოს
საბერძნეთთან დათმო (86:90). ამ
შეხვედრამ, ჩვენი ბედი
გადაწყვიტა: საქართველოსა
და ესპანეთს ჯგუფში
თანაბარი ქულები
მოუგროვდათ, პლეი-ოფში კი
ურთიერთშეხვედრაში
მოპოვებული გამარჯვების
შედეგად გავედით. შედეგად,
ესპანეთის მთავარი
მწვრთნელის, უკვე
ლეგენდარული სერჯო
სკარიოლოს Last Dance არც ისე
სასიამოვნო გამოდგა, თუმცა
ამაზე ნუ შევჩერდებით: მას
უკვე ძალიან დიდი აღიარება
აქვს
მოპოვებული.ესპანეთთან
გამარჯვების შემდეგ, 2
დღეში 2 ურთულესი მატჩი
გავმართეთ (იტალიისა და
საბერძნეთის
წინააღმდეგ). უდავო ფაქტია,
რომ ურთულესი კალენდარი
შეგვხვდა, თუმცა საერთო
შედეგის გათვალისწინებით,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ყველაფერი ჩვენთვის
სასიკეთოდ მოხდა. პირველი
მატჩის სენსაციურად
გადალახვის შემდეგ,
თავდაჯერება მოგვეცა,
თუმცა მაინც, იტალიისა და
საბერძნეთის ძლევა უკვე
ფანტასტიკის სფეროს
წარმოადგენდა.იტალიასთან
მატჩი ჩინებულად დავიწყეთ
და დასანანია, რომ მათი
დამარცხების ისტორიული
შანსი ხელიდან გავუშვით.
იტალია ჩვენთვის დღემდე
გადაულახავი ზღვარია,
თუმცა ამ მატჩში დავინახეთ,
რომ შეგვიძლია, ევროპის
ერთ-ერთ საუკეთესო
კალათბურთელებს ჩვენი
თამაში თავს მოვახვიოთ.
მატჩის პირველი ნაწილი
გვაძლევდა იმედს, რომ
ჯგუფში მიჯრით მეორე
მატჩშიც გავიმარჯვებდით,
თუმცა მესამე მეოთხედში
თავი იჩინა შეცდომებმა,
რომლითაც ჩვენმა მეტოქემ
ოსტატურად
ისარგებლა.მეორე დღესვე,
კიდევ ერთ გრანდს -
საბერძნეთს
დავუპირისპირდით.
ალეკსანდარ ჯიკიჩმა
სიფრთხილე გამოიჩინა:
აქცენტი სათადარიგოთა
სკამის მოთამაშეებზე
გააკეთა, გუნდი არ გადაღალა
და სასტარტო ხუთეული
ენერგია მომდევნო
მატჩებისთვის შემოინახა.
ამასთან დაკავშირებით,
გაისმა კრიტიკაც, თუმცა
მთავარი მწვრთნელის
პოზიცია მტკიცე იყო: მისი
თქმით, ამ გზით დიდი
საფრთხე აირიდა, რომ
დასკვნით ეტაპზე, ტრავმებს
თავი არ ეჩინათ.მეტი
ენერგიით შევუტიეთ
კვიპროსს და დიდი
ანგარიშით, 61:93 დავამარცხეთ.
ევრობასკეტის სტარტზევე
ვიცოდით, რომ კვიპროსის
ნაკრები ჯგუფის
აუტსაიდერი იყო და წინ
მთავარი მატჩი გველოდა:
ბოსნია და ჰერცეგოვინას
ასეთი კარგი გუნდი როდის
ჰყავდა, რთულია გაიხსენო.
თანაც, გუნდს ტურნირის
სტარტზე ერთ-ერთი ლიდერი,
ჯანან მუსა გამოაკლდა. ამის
მიუხედავად, ბოსნია და
ჰერცეგოვინამ იანისის
გარეშე მოთამაშე
საბერძნეთს 77:80 მოუგო და
ჩვენთან დაპირისპირება
ფინალის ტოლფასად
აქცია.ჯგუფური ეტაპის ბოლო
მატჩი ტრადიციულად,
მამუკელაშვილი - სანაძე -
შენგელია - ბითაძე -
ბოლდუინის ხუთეულით
დავიწყეთ. გაგვიჭირდა
პერიმეტრის დაცვა და
მეტოქეს ბევრი სამქულიანი
ჩავაგდებინეთ. მთელი
მატჩის განმავლობაში,
საქართველოს ნაკრები იყო
მდევარი და მეოთხე
მეოთხედში ანგარიში
გავათანაბრეთ კიდეც, თუმცა
სასტარტო ხუთეულის
გადაღლილობამ თავი იჩინა:
მამუკელაშვილს,
ფაქტობრივად, არ დაუსვენია,
შენგელიამ, ბითაძემ და
ბოლდუინმა 35 წუთი ითამაშეს,
სანაძემ კი - 34.ბოსნიასთან
წავაგეთ, თუმცა
საბერძნეთთან ესპანეთის
მარცხმა წინ პლეი-ოფის კარი
მაინც გაგვიღო. არის ერთი
საინტერესო დეტალი: უკვე
მეორედ, ⅛-ფინალში
საბერძნეთის ნაკრების
დახმარებით გავდივართ. 2015
წლის ევრობასკეტზე, ჯგუფში
ასევე 2 გამარჯვება
მოვიპოვეთ, თუმცა ბოლო
შეხვედრაში, ბერძნებმა
ნიდერლანდები დაამარცხეს
და პლეი-ოფის საგზური
გაგვინაღდეს.ბევრი
სირთულით, გამარჯვებით,
მარცხით, შეცდომებითა და
წარმატებებით,
საქართველოს ნაკრები
ევრობასკეტის
მერვედფინალშია. როგორც C
დივიზიონის
მეოთხეადგილოსანი,
ჯიკიჩის გუნდი D დივიზიონის
გამარჯვებულს, საფრანგეთს -
ანუ ევროპული კალათბურთის
კიდევ ერთ გრანდს
დაუპირისპირდება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ 6
ევრობასკეტის
განმავლობაში, სადაც
საქართველოს უთამაშია,
ასეთი რთული მეტოქეების
კასკადი არასოდეს
გაგვივლია. თუმცა, რატომაც
არა? გოლიათების ძლევა რომ
შეგვიძლია, ესპანეთთან
მატჩშიც გამოჩნდა - ასეთ
გამარჯვებას სულ სხვა
ხიბლი და სიხარულის ემოცია
აქვს.საფრანგეთის ნაკრებს 7
სექტემბერს, 16:15-ზე
დავუპირისპირდებით. მატჩი
ამჯერად ლატვიის
დედაქალაქში, რიგაში
გაიმართება - სწორედ რიგა
უმასპინძლებს ტურნირის
დასკვნით ეტაპს.ერთად
ვუგულშემატკივროთ ქართველ
სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული
საკალათბურთო ნაკრების
მთავარი სპონსორია.
1757154673