საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 17 სექტემბერს 6.8-წლიანი 75 მლნ ლარის (27.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.494პპ-ით შემცირდა და 8.658% შეადგინა.

მიმოხილვის მიხედვით, უახლესი აუქციონი 2024 წლის 24 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც 5-წლიანი 85 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.