შვეიცარიული ენერგეტიკული კონცერნი Axpo, დათანხმდა მილსადენის კომპანია Trans Adriatic Pipeline AG-ში (TAP, Trans Adriatic გაზსადენის ოპერატორი, სამხრეთ გაზის დერეფნის კომპონენტი) გაყიდოს თავისი წილები პროექტის პარტნიორებზე - ბელგიურ Fluxys-სა და ესპანური Enagas SA-ზე. 

„TAP-ში Axpo-ს 5%-იანი წილებიდან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, Fluxys შეიძენს აქციების 1%-ს, Enagas - 4%-ს. ამრიგად, ამ ორი კომპანიისგან თითოეული გაზრდის მონაწილეობას TAP-ში 20-მდე%“, - ნათქვამია Axpo-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტრანზაქციის ღირებულება 210 მილიონი ევროა.

ტრანზაქცია 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.