2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით  გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე შეფასებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი.

„ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7%). 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.