სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.