„ქართუ“ შესანიშნავი თანამასპინძელია. მაღალი დონის წარმომადგენლობაა პოლიტიკური სპექტრიდან. ისტორიული მომენტია, რომ ასეთ კონფერენციას ვმართავთ ჩვენი რეგიონის, ცენტრალური ევროპის გარეთ. ეს არის საქართველოს განვითარების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარების მტკიცე აღიარება, - განაცხადა BACEE-ს თავმჯდომარემ, თომას ლემპულიმ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის რომ ასეთი დონის კონფერენცია საქართველოში იმართება, ამ ქვეყნის ძალიან დიდი აღიარებაა.

„საქართველოში ყოფნა შესანიშნავი შესაძლებლობაა ერთის მხრივ ადგილობრივი საზოგადოებისთვის. „ქართუ“ შესანიშნავი თანამასპინძელია. მაღალი დონის წარმომადგენლობაა პოლიტიკური სპექტრიდან - მთავრობიდან, ასევე, ეროვნული და კომერციული ბანკებიდან. ვფიქრობ ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბანკირებთან დავაკავშიროთ ქართული პოლიტიკის შემქმნელები. 50-ზე მეტი წარმომადგენელი გვყავს დასავლეთ ევროპის და სხვა სახელმწიფოებიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ისტორიული მომენტია, რომ ასეთ კონფერენციას ვმართავთ ჩვენი რეგიონის, ცენტრალური ევროპის გარეთ. ეს არის საქართველოს განვითარების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარების მტკიცე აღიარება“, - განაცხადა თომას ლემპულიმ.

51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია, რომელიც ბანკი „ქართუს“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის მიერ იმართება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენციაში 250-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან. იმართება პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები.