გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვით საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარი ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე; მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროებში არსებულ დეფიციტურ პროფესიებზე და ცენტრის ფარგლებში მიმდინარე თემატურ კონკურსზე.

„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებით მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, – განაცხადა თამთა დევდარიანმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 80-მდე სკოლაში და პროცესი აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით.