სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ა...
„ტარიფები გაიზარდა
მოსახლეობისთვის
(საყოფაცხოვრებო სექტორი) 5
თეთრით, ხოლო სხვადასხვა
კატეგორიის კომერციული
მომხმარებლისთვის
(არასაყოფაცხოვრებო
სექტორი) - საშუალოდ 4-6
თეთრით.ქვემოთ მოცემულია
ახალი ტარიფები, რომელიც
ძალაში შევა მიმდინარე
წლის პირველი
აპრილიდან.შპს „თბილისის
ელექტრომიმწოდებელი
კომპანია“
(თელმიკო)საყოფაცხოვრებო
ტარიფი (მოსახლეობა):10–6-3.3 კვ.
(საყოფაცხოვრებო
მომხმარებელი) _ 31.647
თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. (მცირე
საწარმოები) _ 35.261
თეთრი/კვტ.სთ;0-დან 101
კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041
თეთრი/კვტ.სთ;101 კვტ/სთ-დან 301
კვტსთ-ის ჩათვლით _ 24.053
თეთრი/კვტ.სთ;301 კვტ/სთ-დან და
მეტი _ 28.537
თეთრი/კვტ.სთ.არასაყოფაცხოვრებო
ტარიფი (კომერციული
სექტორი):110-35 კვ _ 27.762
თეთრი/კვტ.სთ;10–6-3.3 კვ. _ 31.976
თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. _ 35.261
თეთრი/კვტ.სთ.სს „ეპ ჯორჯია
მიწოდება“საყოფაცხოვრებო
ტარიფი (მოსახლეობა):10–6-3.3 კვ.
(საყოფაცხოვრებო
მომხმარებელი) _ 32.880
თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. (მცირე
საწარმოები) _ 35.713
თეთრი/კვტ.სთ;0 კვტ/სთ-დან 101
კვტ.სთ-ის ჩათვლით და
საერთო მოხმარების
მრიცხველის მქონე _ 19.731
თეთრი/კვტ.სთ;101 კვტ/სთ-დან 301
კვტსთ-ის ჩათვლით _ 23.707
თეთრი/კვტ.სთ;301 კვტ/სთ-დან და
მეტი _ 28.227
თეთრი/კვტ.სთ.არასაყოფაცხვორებო
ტარიფი (კომერციული
სექტორი):110–35 კვ. _ 30.322
თეთრი/კვტ.სთ;10–6-3.3 კვ. _ 34.632
თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. _ 35.713
თეთრი/კვტ.სთ.ტარიფის
მატებაზე, ძირითადად,
გავლენა იქონია როგორც
იმპორტდამოკიდებულებამ,
ასევე ელექტროენერგიის
შესასყიდი ფასის ზრდამ,
ამასთანავე, ტარიფის ზრდას
იწვევს ინვესტიციებიც
მოცულობაც, თუმცა ამ
მოცულობის ინვესტიციამ,
რაც ახალ სატარიფო
პერიოდშია
გათვალისწინებული, უნდა
უზრუნველყოს
გამანაწილებელი სისტემის
ეტაპობრივი მოწესრიგება
და ელექტროენერგიის
გათიშვების
შემცირება.ახალი
ტარიფების ფარგლებში
ავარიული გათიშვების
შემცირებისა და
მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებისათვის
ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელში,
სემეკთან შეთანხმებით
უპრეცედენტო მოცულობის
ინვესტიციები
განხორციელდება. შედეგად -
მოსახლეობას ექნება
უკეთესი
ელექტრომომარაგება და
ადგილი აღარ ექნება ხშირ
წყვეტებს.სს „ენერგო პრო
ჯორჯია“ 2026-2030 წლების
განმავლობაში, წელიწადში,
საშუალოდ 200 მლნ ლარის
ინვესტიციას
განახორციელებს - ჯამურად, 1
მლრდ ლარამდე. ამასთან,
კომპანია, მესამე მხარის
დაფინანსებით, დამატებით
უზრუნველყოფს 3 წლის
განმავლობაში ჯამურად 129
მლნ ლარის ინვესტირებას
განაწილების ქსელში,
რომელიც სამომხმარებლო
ტარიფში არ აისახება.სს
„თელასის“ მიერ მომდევნო 5
წლის განმავლობაში
განსახორციელებელი
ინვესტიციები 400 მილიონ
ლარს აღემატება. ქ.
თბილისში
განსახორციელებელი
ინვესტიციების აღნიშნული
მოცულობა სემეკმა 2025 წლის
დეკემბერში
შეითანხმა.ჯამში, მომდევნო
წლების განმავლობაში
ელექტროენერგიის ქსელის
რეაბილიტაციისა და
მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით 1,5
მლრდ ლარზე მეტი
ინვესტიცია
განხორციელდება. 1,5 მლრდ
ლარზე მეტი მოცულობის
ინვესტიცია
ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელში
პირველად განხორციელდება,
რაც გულისხმობს ავარიული
წყვეტებისა და
ელექტროენერგიის
მიწოდების კუთხით
არსებული პრობლემების
მოკლე დროში
გადაჭრას.ინვესტიციების
განხორციელებით
მთლიანობაში
გაუმჯობესდება
გამანაწილებელი ქსელის
მდგომარეობა, შესაძლებელი
გახდება განახლებადი
ენერგიების შეუფერხებელი
ინტეგრაცია ქსელში და
ამასთან, ბიზნეს სექტორს
დამატებით მისცემს
შესაძლებლობას
განახორციელონ სხვადასხვა
ენერგოპროექტები. ქვეყნის
ენერგოუსაფრთხოების
ინტერესებიდან
გამომდინარე, სემეკმა
მიიღო ოპტიმალური
გადაწყვეტილება და
ტარიფები დაადგინა იმ
ოდენობით, რაც აუცილებელია
კომპანიების სტაბილური
ფუნქციონირებისათვის.
ტარიფში
გათვალისწინებულია
ინვესტიციების მხოლოდ ის
მოცულობა, რაც
უზრუნველყოფს კომპანიის
სტაბილურ ფუნქციონირებასა
და მომხმარებლებისთვის
ხარისხიანი მომსახურების
გაწევას. ინვესტიციების
შეთანხმებისას სემეკმა
გაითვალისწინა
კომპანიების მიერ
რესურსებზე წვდომის
შესაძლებლობა. დეტალური
ანალიზის შედეგად,
შესაძლებელი გახადა
ტარიფი გაზრდილიყო
მინიმალურად და
დაბალანსებულად, როგორც
მომხმარებლებისათვის,
ასევე კომერციული
სექტორისათვის, რათა
თავიდან აგვეცილებინა
კომერციული სექტორისთვის
ტარიფის ორნიშნა
მატება.აღსანიშნავია, რომ
2024-2025 წლებში საქართველოს
მასშტაბით,
ელექტროენერგიის ტარიფი 3
თეთრით იყო შემცირებული.
შესაბამისად, 2023 წელს
მოქმედ ტარიფთან
შედარებით, ახალი ტარიფი,
ფაქტობრივად მხოლოდ 2
თეთრით გაიზარდა. 2023 წელს
ტარიფების შემცირებაზე
ზეგავლენა იქონია
ჰიდროელექტროსადგურ
„ენგურჰესის“
რეაბილიტაციის შედეგად
იაფიანი ელექტროენერგიის
წილის ზრდამ
ელექტროენერგიის
შესყიდვის მთლიან
კალათაში, მაღალი
ჰიდროლოგიის
მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023
წლების ზამთრის პერიოდში
თბოსადგურების საშუალებით
გამომუშავებული იაფიანი
ელექტროენერგიით
იმპორტირებული ენერგიის
ჩანაცვლებამ. მთავრობის
სწორი პოლიტიკის შედეგად,
სემეკმა შეძლო 2 წლის
განმავლობაში
შეენარჩუნებინა
შემცირებული ტარიფი, მაშინ
როდესაც სხვადასხვა
ქვეყანაში ტარიფები
სისტემატურად
იზრდებოდა.მიუხედავად
გაზრდილი ტარიფებისა,
მეზობელ და ევროპის
ქვეყნებთან შედარებით
საქართველოში მოქმედი
ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე
დაბალია“, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.
1774868245