მარიამ ქვრივიშვილი - ORBI Continental-ი მასშტაბური პროექტია ბევრი პარა...
სიტყვით გამოსვლისას
მარიამ ქვრივიშვილმა
„ორბი ჯგუფს“ ახალი
პროექტის დაწყება მიულოცა
და აღნიშნა, რომ ORBI Continental-ის
სახით ბათუმს
მნიშვნელოვანი,
მასშტაბური კომპლექსი
შეემატება, რომელიც
გააძლიერებს როგორც
ადგილობრივ, ისე, ზოგადად,
ქვეყნის
ეკონომიკას.„ახალი
პროექტი ნამდვილად არის
გამორჩეული, საინტერესო
პარამეტრების და
არქიტექტურული დიზაინის
მქონე. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ მისი
ეკონომიკური პარამეტრები
კიდევ მეტი სარგებლის
მომტანია ჩვენი
ქვეყნისთვის და უშუალოდ
აჭარის რეგიონისთვის.
პროექტის ჯამური
საინვესტიციო მოცულობა 300
მლნ დოლარია. ამასთან,
მნიშვნელოვანია, რომ 1,500
ადამიანი იქნება
დასაქმებული უშუალოდ
სამშენებლო ეტაპზე,
საიდანაც აბსოლუტური
უმრავლესობა ადგილობრივი
მოსახლეობაა. ასევე,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ
პროექტის ოპერირებაში
ჩაშვებისთანავე 2,000
პირდაპირი თუ
არაპირდაპირი ახალი
სამუშაო ადგილი
შეიქმნება“, – განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
მინისტრმა.მარიამ
ქვრივიშვილმა გამოსვლაში
აღნიშნა, რომ საქართველოს
ეკონომიკა ერთ-ერთი
გამორჩეულად მზარდია
საერთაშორისო
მასშტაბით.მინისტრის
თქმით, მნიშვნელოვანია, რომ
ეკონომიკური ზრდა
კომპლექსურად
მიმდინარეობდეს,
სხვადასხვა სექტორს შორის
მტკიცე ურთიერთკავშირით,
და აისახოს როგორც
მთლიანად ქვეყნის
განვითარებაზე, ისე
თითოეული შრომისუნარიანი
მოქალაქის პირდაპირ
შემოსავლებზე.მარიამ
ქვრივიშვილის
ინფორმაციით, საქართველოს
მთლიან ეკონომიკურ
პორტფელში სამშენებლო და
დეველოპერულ სექტორს
მსხვილი წილი
უჭირავს.„ყველაფერს
ვაკეთებთ, რათა
უზრუნველვყოთ ქვეყანაში
მშვიდობით, სტაბილურობით
და მნიშვნელოვანი,
გამჭვირვალე საინვესტიციო
გარემოს შექმნით
აღნიშნული ეკონომიკური
ზრდის ტენდენციების კიდევ
მეტად გაუმჯობესება. ჩვენი
მთავრობის უმთავრესი
მიზანი და ამოცანაა, სწორი
აქცენტების დასმით,
მართებული ეკონომიკური
პოლიტიკით სწორ და
სამართლიან განვითარებაზე
მორგებული რეგულაციებით
უზრუნველვყოთ თანაბარი,
მდგრადი და მომავალზე
ორიენტირებული
განვითარება. მეორე მხრივ,
დეველოპმენტი ვერ იქნება
მხოლოდ ინვესტორის
ინტერესზე აგებული, მას
შეხება აქვს საცხოვრებელ
გარემოსთან,
არქიტექტურასთან,
იერსახესთან, რესურსების
ათვისებასთან და,
შესაბამისად, ის ჩვენi,
ყველას, მათ შორის მომავალი
თაობების ინტერესსაც
ეხება. აქედან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია სწორი
საჯარო, კერძო
თანამშრომლობა, რათა
უზრუნველვყოთ საუკეთესო
შედეგები ჩვენი ქვეყნის
ინტერესების დასაცავად“, –
განაცხადა ეკონომიკის
მინისტრმა.მარიამ
ქვრივიშვილის შეფასებით, ORBI
Continental-ის მსგავსი პროექტები
ასევე მეტად
მნიშვნელოვანია ქვეყნის
ეკონომიკის კიდევ ერთი
წამყვანი სექტორის,
ტურიზმის უფრო
გაძლიერების
პროცესში.ქვრივიშვილის
თქმით, საქართველო
გამორჩეულია ტურიზმის
ასევე მდგრადი და სწრაფი
ზრდის დინამიკით, რასაც
გასული და მიმდინარე
წლების უპრეცედენტოდ
მაღალი სტატისტიკაც
ადასტურებს.„გასული წელი
იყო ისტორიული შედეგების
მომტანი ჩვენი ქვეყნის
ტურიზმის სექტორისთვის,
ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის
სექტორიდან 4.4 მლრდ აშშ
დოლარი შემოსავალი ნახა,
რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ამასთან, ჩვენ შევძელით და
მიმდინარე წლის ორ
კვარტალში ტურიზმის
სექტორიდან ბიუჯეტში უკვე
ორი მლრდ აშშ დოლარის
შემოსავალი მივიღეთ. ეს
ყველაფერი, ბუნებრივია,
დაფუძნებულია სწორ და
თანმიმდევრულ,
დივერსიფიკაციაზე
მორგებულ პოლიტიკაზე, რაც
სახელმწიფოსა და კერძო
სექტორს შორის ძალიან
მჭიდრო, სწორი
თანამშრომლობის შედეგია“,
– განაცხადა ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
მინისტრმა.
1758116340