გიორგი ცუცქირიძე: მოსალოდნელია შედარებითი სტაბილიზაცია და ფასების ნაწი...
„ნავთობის ფასი
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რადგან
იგი პირდაპირ ან ირიბად
განსაზღვრავს წარმოების,
ტრანსპორტისა და
მომსახურების თითქმის
ყველა სფეროს ხარჯებს.
ენერგიის იმპორტზე
დამოკიდებული ქვეყნებში
ნავთობის ფასების ზრდა
ხშირად იწვევს ინფლაციას,
რადგან ცვლილებები
პირდაპირ აისახება
ადგილობრივ საწვავის
ფასებზე. შესაბამისად,
ჩვენთანაც ნავთობის ფასი
განიხილება ფაქტორად,
რომელიც განსაზღვრავს
ქვეყნის ინფლაციურ
პროცესებს.ისტორიულად თუ
რამდენჯერ გაიზარდა
ნავთობის ფასი საომარი
კონფლიქტების დროს (1990, 2003, 2014,
2022) და რა მოხდა შემდეგ,
ვფიქრობ, საინტერესოა,
რადგან კარგად აჩვენებს რა
ტენდენციას უნდა ველოდოთ
უახლოეს მომავალში“, - წერს
გიორგი
ცუცქირიძე.ექსპერტის
განცხადებით, ისტორიულად,
გლობალური ომები (ერაყის
შეჭრა ქუვეითში, უდაბნოს
ქარიშხალი, რუსეთის მიერ
ყირიმის ანექცსია და
სამხედრო ესკალაცია
უკრაინაში) დასაწყისში
ზრდის ფასს 30% დან 100%-მდე,
შემდეგ ბაზარი ჩვეულებრივ
სტაბილიზდება.„საერთაშორისო
ბანკების ექსპერტების
თვიალიან, რომ სპარსეთის
ყურის კონფლიქტი, ისევე
როგორც 2022 წელს, რუსეთის
უკრაინაში სამხედრო
ინტერვენცია, ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი რისკის
სცენარია
ენერგეტიკისთვის. ბოლო
ათწლეულში ნავთობის
ფასების ყველაზე შოკური,
მკვეთრი ზრდის რამდენიმე
მნიშვნელოვანი პერიოდი
შეიძლება გამოიყო: 2014 წელს,
ყირიმის ანექსია-სა და
საერთაშორისო სანქციებთან
დაკავშირებული
მოლოდინების ფონზე,
„ბრენტის“ ტიპის ნავთობის
ფასი წლის შუა პერიოდში
ბარელზე 115-117 დოლარამდე
გაიზარდა. თუმცა უკვე 2015
წელს, გლობალური მოთხოვნის
შესუსტებისა და მიწოდების
სიჭარბის პირობებში, ფასმა
მკვეთრი ვარდნა განიცადა.
განსაკუთრებით
აღსანიშნავია აშშ-ში
შელფური ნავთობის
მოპოვების ზრდა, რასაც
დაემატა ოპეკის პოლიტიკა -
ორგანიზაციამ,
განსაკუთრებით საუდის
არაბეთმა, არ შეამცირა
წარმოება, რამაც ბაზარზე
ჭარბი მიწოდების სიჭარბე
შექმნა.2022 წელს, რუსეთის
უკრაინაში შეჭრის ფონზე,
მარტში „ბრენტის“
ნავთობის ფასმა პიკს
მიაღწია და ბარელზე 120–125
დოლარის ფარგლებში
დაფიქსირდა, რაც ბოლო 8-10
წლის განმავლობაში
ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი
ზრდა იყო. საერთო ჭრილში, 2022
წლის ფასების ზრდა უნდა
შეფასდეს, როგორც
აღნიშნული პერიოდის
ყველაზე მასშტაბური და
ინტენსიური „შოკური“
მოვლენა, როგორც გლობალურ,
ისე საქართველოს ბაზარზე.
აღნიშნული შოკი
ხასიათდებოდა ორმაგი
ეფექტით - ერთი მხრივ,
ფასების მკვეთრი და სწრაფი
ზრდით, ხოლო მეორე მხრივ,
მიწოდების ჯაჭვების
დარღვევითა და დეფიციტის
ფორმირებით, რამაც ბაზრის
არასტაბილურობა
მნიშვნელოვნად გააღრმავა.
თუ იანვარში, „ბრენტის“
ტიპის ნავთობის ბარელი
საშუალოდ 85-90 დოლარად
ივაჭრებოდა, რუსეთის
შეჭრის შემდეგ, მარტში
ფასმა პიკს მიაღწია 120-125
დოლარამდე. შემდგომ
პერიოდში, მიუხედავად
სამხედრო კონფლიქტის
გახანგრძლივებისა,
ნავთობის ბაზარმა
ეტაპობრივი ადაპტაცია
დაიწყო. ფასები შედარებით
დასტაბილურდა და
სპარსეთის ყურის
კრიზისამდე პერიოდში
ბარელზე, დაახლოებით, 60-70 აშშ
დოლარის დიაპაზონში
მერყეობდა. აღნიშნული
სტაბილიზაცია დიდწილად
განპირობებული იყო
ალტერნატიული მიწოდების
არხების დივერსიფიკაციით,
ლოჯისტიკური ქსელების
ნაწილობრივი აღდგენითა და
ბაზრის მონაწილეთა
ადაპტაციური მოლოდინების
ჩამოყალიბებით“, - მიაჩნია
ცუცქირიძეს.მისივე თქმით,
საქართველოს
სამომხმარებლო ბაზარზე
ყველაზე თვალსაჩინო
მაგალითი ენერგეტიკული
შოკის გამოვლენისა სწორედ
2022 წელს ფიქსირდება,
როდესაც რუსეთის
უკრაინაში შეჭრას
მნიშვნელოვანი
გეოპოლიტიკური და
ეკონომიკური რეაგირების
ჯაჭვი მოჰყვა. აღნიშნულმა
მოვლენებმა, რომლებიც ჯერ
კიდევ გრძელდება,
მნიშვნელოვნად ზეგავლენა
მოახდინა საერთაშორისო
ენერგეტიკულ
ბაზრებზე.„როგორც ანალიზი
აჩვენებს, ნავთობის
ფასების დინამიკა
გლობალური შოკების
პირობებში ხასიათდება
ციკლური კანონზომიერებით:
კონფლიქტების საწყის
ფაზაში, როგორც წესი,
მკვეთრად იზრდება
„ბრენტის“ ტიპის ნავთობის
ფასები, რაც
განპირობებულია
გაურკვევლობის ზრდითა და
მიწოდების შესაძლო
შეფერხებების მოლოდინით;
შემდგომ ეტაპზე კი ფასები
ეტაპობრივად სტაბილურდება
და კლების ტენდენციას
ავლენს. აღნიშნული
კორექცია ძირითადად
დაკავშირებულია
ალტერნატიული მიწოდების
არხების გააქტიურებასთან,
მიწოდების ჯაჭვების
გადალაგებასთან და ბაზრის
მონაწილეთა ადაპტაციასთან
ახალ რეალობასთან. ამგვარი
გამოცდილების
გათვალისწინებით,
მიუხედავად სპარსეთის
ყურეში არსებული მაღალი
გეოპოლიტიკური
დაძაბულობისა, რომელიც
მოკლევადიან პერიოდში
ნავთობის ფასებზე ზეწოლას
ახდენს, მოსალოდნელია, რომ
პროცესები ანალოგიური
სცენარით განვითარდეს -
საწყისი შოკის შემდეგ
ბაზარი თანდათან გადავა
შედარებითი სტაბილიზაციის
ფაზაში, რასაც ფიუჩერსების
ბაზრის ტენდენციაც
აჩვენებს.მარტისა და
აპრილის ფიუჩერსული
კონტრაქტები - შეთანხმება,
რომლის მიხედვით ნავთობი
იყიდება ან გაიყიდება
მომავალში წინასწარ
შეთანხმებულ ფასად -
ასახავს არა მხოლოდ
ნავთობის მიმდინარე სპოტ
ფასს, არამედ ბაზრის
მოლოდინებს,
განსაკუთრებით
გეოპოლიტიკურ რისკებთან,
მიწოდების შესაძლო
შეფერხებებთან და
სტრატეგიული მარაგების
გამოყენებასთან
დაკავშირებით.მარტის
ფიუჩერსული კონტრაქტი
პრაქტიკულად ამოწურულია ,
მისი ბოლო ფასი კი
დაახლოებით 70-100 აშშ დოლარის
დიაპაზონში დაფიქსირდა.
აპრილის ფიუჩერსი ამჟამად
წარმოადგენს ერთ-ერთ
მთავარ აქტიურ კონტრაქტს,
რომელიც ყველაზე ზუსტად
ასახავს ბაზრის მიმდინარე
მოლოდინებს, ფასდება
დაახლოებით, 100 დოლარის
ფარგლებში და მაღალ
კორელაციაშია მიმდინარე
სპოტ ფასებთან.მოცემულ
ეტაპზე, ნავთობის ბაზარი
აღიქმება, როგორც „შოკის
ფაზაში“, რაც
განპირობებულია ფასების
მაღალი დონის და
გაურკვევლობის ზრდით.
ფიუჩერსული მრუდის
ანალიზი აჩვენებს, რომ
ბაზარი ამ ეტაპზე იმყოფება
ორმაგი გაყიდვის
პირობებში, რაც მიუთითებს,
რომ მომავალი
კონტრაქტების ფასები
მაღლაა მიმდინარე სპოტ
ფასზე. ეს სტრუქტურა ხშირად
ასახავს ბაზრის
მოლოდინებს ფასების
შესაძლო სტაბილიზაციისა
და მომავალი პერიოდისთვის
მიწოდების დეფიციტის
შემცირების შესახებ.
შესაბამისად,
საშუალოვადიან პერიოდში,
მოსალოდნელია შედარებითი
სტაბილიზაცია და ფასების
ნაწილობრივი კორექცია“, -
წერს გიორგი ცუცქირიძე.
1773745064