ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიების აქციების ფასები, ბოლო დროინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, დასტაბილურების ნიშნებს აჩვენებს. გალტ & თაგარტის 3–7 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც პლუსში მხოლოდ საქართველოს ბანკის აქციები გავიდა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.81% წინა კვირასთან შედარებით და - 20.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 472 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.45 - 38.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 144 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.98% წინა კვირასთან შედარებით და -12.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 271 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.05 - 26.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 125 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -8.42% წინა კვირასთან შედარებით და -24.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.43 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.70 - 9.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 165 ათასი აქცია შეადგინა.