მიიღე მონაწილეობა საჯარო მეტყველების კონკურსში და გაემგზავრე დიდ ბრიტა...
კონკურსი ახალგაზრდებს
აძლევს შესაძლებლობას,
დაეუფლონ საჯარო
მეტყველების ხელოვნებას,
აღმოაჩინონ ახალი უნარები
და საერთაშორისო
კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად გაემგზავრონ
დიდ ბრიტანეთში.საჯარო
მეტყველების კონკურსი 60
ქვეყანას 1 000 000 მონაწილეს
აერთიანებსინგლისურ ენაზე
მოლაპარაკეთა კავშირი (The
English-Speaking Union - ESU) ინგლისური ენის
პოპულარიზაციისა და
სხვადასხვა ერებს შორის
მეგობრული ურთიერთობების
დამყარების მიზნით 1918 წელს
დაარსდა. ამ მისიის
ფარგლებში, ESU ბევრ
საინტერესო პროექტს
ახორციელებს, მათ შორის
გამორჩეულ ადგილს საჯარო
მეტყველების კონკურსი
იკავებს, რომელიც
საქართველოში 1998 წლიდან
ტარდება. პროექტის
ფინანსური მხარდაჭერა
საქართველოს ბანკმა 2012
წლიდან
დაიწყო.დღესდღეობით
კონკურსში მონაწილე
ქვეყნების რაოდენობა 60-ს
ითვლის, ხოლო მონაწილეთა
რიცხვი კი 1 000 000-ს
აღწევს.გამოცდილება,
რომელიც ყოველდღიურ
ცხოვრებაში
გამოგადგებასაჯარო
მეტყველების უნარი მხოლოდ
პოლიტიკოსებისა და
პროფესიონალი ორატორების
პრივილეგია არ არის.
მსგავსი გამოცდილება
ხშირად ყოველდღიურ
ცხოვრებაში გვეხმარება -
იქნება ეს სოციალური
ურთიერთობების დახვეწა,
პროფესიული უნარების
გამომუშავება, საკუთარი
შიშების გადალახვა თუ
ახალი ენის სიღრმისეულად
შესწავლა. სწორედ ამ
შესაძლებლობების შესახებ
საუბრობს კონკურსის 2024 წლის
გამარჯვებული, ბაჩო
უგრეხელიძე.„უნივერსიტეტში
ინგლისურ ფილოლოგიას და
ფილოსოფიას ვსწავლობ,
სამომავლოდაც ვგეგმავ, რომ
ინგლისური ლიტერატურის
ლექტორი და
პროფესორ-მკვლევარი
გავხდე. ჩემს პროფესიაში
კარგი საჯარო მეტყველება
აუცილებელია, სწორედ
ამიტომ გადავწყვიტე
კონკურსში მონაწილეობაც.
როგორი საინტერესოც არ
უნდა იყოს სალექციო თემა,
აუცილებელია, რომ მისი
სწორად გადმოცემა შეძლო და
აუდიტორიას არ მოსწყინდეს
შენი მოსმენა.“კონკურსში
გამარჯვება და მოგზაურობა
ინგლისშიბაჩომ კონკურსში
მონაწილეობა პირველად 2023
წელს მიიღო, სადაც მეორე
ადგილი დაიკავა. მიღებული
გამოცდილებისა და
შეცდომების გაანალიზების
წყალობით, მან მეორე
მცდელობაზე გამარჯვება
შეძლო და დიდ ბრიტანეთში
გაემგზავრა.,,ჟიურის
წევრებს ბევრი სხვადასხვა
კრიტერიუმი აქვთ - პირველ
რიგში, რა თქმა უნდა,
დახვეწილი მეტყველება.
გარდა ამისა,
თავდაჯერებულობა,
ჟესტიკულაცია, ზოგადი
განათლება, თემის შინაარსი
და სტრუქტურა. საბოლოო
ეტაპზე, რომელიც ინგლისში
იმართება, კონკურენცია
გაცილებით მაღალია, რადგან
იქ საკუთარ ქვეყნებში
გამარჯვებული საუკეთესო
მონაწილეები იკრიბებიან.
დაძაბულობის მიუხედავად,
მაინც არ იყო სტრესული
გარემო, რადგან ძალიან
კარგად დაგვხვდნენ -
დაგვათვალიერებინეს ბევრი
საინტერესო ადგილი და
საბოლოო ჯამში, კონკურსის
პარალელურად ძალიან
სასიამოვნო დრო
გავატარეთ.”ინდივიდუალობა,
როგორც მთავარი
იარაღიყველა ადამიანი
განსხვავებულია,
შესაბამისად,
მრავალფეროვანი და
თავისებურია მათი
გამოსვლის სტილიც. როგორც
ბაჩო აღნიშნავს, სწორედ ამ
ინდივიდუალობას ეძებენ
ჟიურის წევრებიც
მონაწილეებში.,,ყველაზე
მნიშვნელოვანი რჩევა, რაც
შემიძლია სხვა
მონაწილეებს მივცე, არის
ის, რომ მაქსიმალურად
ავთენტურები და
გულწრფელები იყვნენ. ჟიური
ამას ყოველთვის აკვირდება
და სიყალბესაც ადვილად
ამჩნევს. ყველაზე
ეფექტურია, რომ შენი
საკუთარი სტილი იპოვო და
კონკურსში მოცემული
თემები პირად ინტერესებს
დაუკავშირო. როცა გეტყობა,
რომ შენ თვითონ
გაინტერესებს რაზეც
ლაპარაკობ, ეს თემა მით
უფრო დააინტერესებს და
ჩაითრევს
მსმენელსაც.” კონკურსის
დეტალებიკონკურსი სამი
ეტაპისგან შედგება. პირველ
ტურში მონაწილეები
წინასწარ მოცემულ თემაზე
ამზადებენ ხუთწუთიან
პრეზენტაციას. მეორე
ეტაპზე გამოსვლას ემატება
იმპროვიზაციული ტური. ხოლო
ფინალურ ტურში
კონკურსანტის გამოსვლას
ბრიტანეთის ელჩი,
სამინისტროს
წარმომადგენლები და სხვა
საპატიო სტუმრები
აფასებენ.საქართველოს
ბანკის მხარდაჭერით, ESU-GEORGIA
წელსაც აცხადებს კონკურსს
საჯარო მეტყველებაში,
რომელშიც მონაწილეობის
მიღება 16-დან 20 წლამდე
ასაკის ახალგაზრდებს
შეუძლიათ. დამატებითი
დეტალები ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე. ასევე
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
მეილზე -
britishcornerbc@gmail.comინფორმაციისთვის,
ახალგაზრდების
მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს ბანკის CSR
მიმართულებისთვის უკვე 5
წელზე მეტია განათლება
პრიორიტეტია. სწორედ
ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები -
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი - STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა. საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს ganatleba.bog.ge
1740054950