თიბისი დაზღვევა“ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარს ყოველწლიურად სთავაზობს სიახლეებს და ახლა უკვე კრიტიკული დაავადებების პაკეტის ჩამონათვალს აფართოებს. თუკი კომპანია მომხმარებელს დაზღვევას მხოლოდ 7 კრიტიკული დაავადების შემთხვევაში სთავაზობდა, დღეს მათი რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.
რას გულისხმობს დაზღვევის ეს პაკეტი, რით განსხვავდება ის ჯანმრთელობის დაზღვევისგან, რა ბენეფიტებით ისარგებლებენ დაზღვევის მსურველები ამ პაკეტით სარგებლობისას და როგორ გავხდეთ კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ბენეფიციარი - ამ და სხვა კითხვებს „თიბისი დაზღვევის“ სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ეკატერინე გორგასლიძე და კომპანიის პერსონალური რისკების ანდერრაიტიგის განყოფილების უფროსი, რუსუდან გოგატიშვილი პასუხობენ.“
რას გულისხმობს და რომელ დაავადებებს მოიცავს ეს დაზღვევა?
- კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, დაფარული რისკის/დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში, დაზღვეულ პირს უზრუნველყოფს იმ ფინანსური სახსრებით, რომელიც ამ პროდუქტის შეძენით, წინასწარ, თავად განსაზღვრა – კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული ნებისმიერი დაავადების დადგენის შემთხვევაში, ამავე პოლისით დადგენილ სადაზღვევო თანხას (ლიმიტს) დაზღვეული იღებს სრულად. თიბისი დაზღვევაში ხელმისაწვდომია კრიტიკული დაავადებების დაზღვევის 50 000, 100 000 და 250 000 ლარიანი ლიმიტები. რაც მთავარია, პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო თანხას დაზღვეული სრულად იღებს და განკარგავს მისთვის სასურველი ნებისმიერი დანიშნულებით.
აქამდე ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ძირითად 7 კრიტიკულ დაავადებას/მდგომარეობას მოიცავდა, ახლა კი ეს ციფრი 21-მდე გავზარდეთ და დაფარვაში უკვე გვაქვს სიმრავლე იმ დაავადებებისა და შემთხვევებისა, რომლებიც ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე კრიტიკულად მოქმედებს,
ესენია:
- ავთვისებიანი სიმსივნე
- თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
- მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი
- აორტო-კორონარული (გულის) შუნტირება
- ინსულტი
- სიბრმავე
- აორტის ქირურგია
- გულის სარქვლების ქირურგია
- თირკმლის უკმარისობა
- ძირითადი ორგანოს გადანერგვა
- დამბლა
- მრავლობითი (გაფანტული) სკლეროზი
- ბოლო სტადიის ღვიძლის მწვავე უკმარისობა
- აპალიური სინდრომი (ვეგეტატიური მდგომარეობა)
- ბაქტერიული ენცეფალიტი ან მენინგიტი
- ვირუსული ენცეფალიტი
- სმენის შეუქცევადი დაკარგვა
- მეტყველების მოშლა
- მძიმე დამწვრობა
- პოლიომიელიტი
- პარკინსონის დაავადება
რით განსხვავდება კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევისგან?
ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელი პროდუქტია. მისი დახმარებით დაზღვეული იღებს შეღავათებს ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა ექიმთან კონსულტაცია, ამბულატორიული გამოკვლევები, დანიშნული მედიკამენტების შეძენა და სხვ., თუმცა, ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებს უშუალოდ სამედიცინო ხარჯებს და ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი დაავადებების მკურნალობის ხარჯებს უზრუნველყოფს გარკვეული ლიმიტის ფარგლებში. როცა საქმე გვაქვს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე დიაგნოზის დადგენასთან, ასეთ დროს, თუნდაც ჯანმრთელობის დაზღვევის თანაარსებობის პირობებში, მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ კრიტიკული დაავადებების დაზღვევას. კრიტიკული დაავადებების დაზღვევით გათვალისწინებულ თანხას დაზღვეული სრულად მიიღებს და შეუძლია ეს თანხა მკურნალობას მოახმაროს ან ნებისმიერი სხვა საჭიროებისამებრ დახარჯოს.
გარდა ჩამოთვლილისა, რა უპირატესობები აქვს კრიტიკული დაავადების დაზღვევას და თუ აქვს ალტერნატივები ქართულ ბაზარზე?
- ჩვენი კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობაა არასრულწლოვანი შვილების იმავე პირობებით დაზღვევის შესაძლებლობა, რომლითაც ეზღვევა მშობელი – ასეთ შემთხვევაში, დაზღვეული უთითებს შვილების მონაცემებს პოლისზე და ავტომატურად აზღვევს მათაც, ყოველგვარი დამატებითი სადაზღვევო გადასახადის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი დაზღვეულია, მათი შვილი ანაზღაურების ორმაგ ლიმიტს იღებს და, რაც მთავარია, შვილზე სადაზღვევო თანხის გაცემის შემთხვევაში, მშობლების დაზღვევა მოქმედი რჩება.
კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისის მფლობელებს შეუძლიათ ჩვენი პარტნიორი ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით მოიძიონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი – გადაამოწმონ დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობის ტაქტიკა საზღვარგარეთ, 40-მდე ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში, როგორიცაა: Harvard Medical School teaching hospitals (აშშ), Philadelphia International Medicine (აშშ), University of Pittsburgh Medical Center (აშშ), King’s College of London (დიდი ბრიტანეთ), ასევე, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან კლინიკებში. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაზღვეულს შეუძლია, მკურნალობა რეკომენდებულთაგან ერთ-ერთ კლინიკაში გააგრძელოს, რის ორგანიზებასაც ასევე ითვალისწინებს ჩვენი კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისი. როგორც ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის ორგანიზება, ავტომატურად გათვალისწინებულია ჩვენი კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისით და არ საჭიროებს დამატებითი სადაზღვევო გადასახადის შემოტანას.
რაც მთავარია, მომხმარებლებს ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიების სერვისით სარგებლობა არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი 21 კრიტიკული დაავადების ფარგლებში, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეუძლიათ, როცა კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პოლისის მქონე პირს აქვს დიაგნოზი, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს.
თუკი მომხმარებელი კრიტიკული დაავადების დაზღვევასთან ერთად შეიძენს სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტსაც, კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ კრიტიკული დაავადებების პოლისით გათვალისწინებულ სადაზღვევო თანხას, ხოლო სიცოცხლის დაზღვევა დარჩება მოქმედი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი პოლისის ფარგლებში როგორც კრიტიკული დაავადების, ისე სიცოცხლის დაზღვევის მიერ დაფარული რისკის ხდომილების შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ ორმაგ სადაზღვევო თანხას.
აქვს თუ არა კრიტიკული დაავადებების დაზღვევას გამონაკლისები?
- ბუნებრივია, როგორც ყველა სადაზღვევო პროდუქტს, კრიტიკული დაავადებების დაზღვევასაც აქვს გარკვეული გამონაკლისები. ჩვენ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა ეზღვევა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ შეეჩეხოს უსიამოვნო მოულოდნელობებს – კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პირობები სრულად არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე:
რა პროცედურები უნდა გაიაროს მომხმარებელმა კრიტიკული დაავადებების დაზღვევით სარგებლობისთვის?
- კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენისას, მომხმარებელმა უნდა დაგვიდასტუროს, რომ მას არ აქვს დიაგნოსტირებული აღნიშნული დაავადებები და მათთან დაკავშირებულ კვლევებს არ იტარებს. ანაზღაურებას ექვემდებარება ისეთი შემთხვევები, სადაც კრიტიკული დაავადების დიაგნოზი დასმულია პოლისის ძალაში შესვლიდან 30-დღიანი მოცდის პერიოდის გასვლის შემდგომ.
დაზღვევის შეძენა შესაძლებელია online.tbcinsurance.ge-ზე. დაზღვევის შეძენისას, მომხმარებელი ირჩევს სადაზღვევო ლიმიტს, რომელსაც ჩვენ ერთიანად გავცემთ დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში. რაც შეეხება დაზღვეულის მიერ გადასახდელ საფასურს, თანხის ოდენობა ანგარიშდება პირის სქესის, ასაკის, შერჩეული სადაზღვევო ლიმიტისა და, რიგ შემთხვევებში, სადაზღვევო რისკის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.