საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას  განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის რჩეულები, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება და გაემგზავრონ სასწავლებლად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში- ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში.

ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.

თუკი ამერიკაში სწავლის გაგრძელებით ხართ დაინტერესებული, და საქართველოს ბანკის  ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება გსურთ ამაში ელიზბარ ხვიჩიას რჩევები დაგეხმარებაის თავადარის Fulbright-ის, FLEX-ისა და Erasmus+-ისსტიპენდიატი და ამჟამად კანზასის უნივერსიტეტისდოქტორანტია.

1. არ მოგერიდოს!

თუ უცხოეთში სწავლას განიხილავ, პირველი დამთავარი რჩევაა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა. მიწერე ყველას, ვინც გგონია, რომ ინფორმაციისმოძიებაში ან გამოცდილების გაზიარებაშიდაგეხმარება. 

ეს შეიძლება იყოს პროფესორი, რომელთანმუშაობაზეც ოცნებობ, ბიბლიოთეკარი, ან თუნდაცფიზმომზადების მწვრთნელი. გამოიყენე ყველაპლატფორმა და გააგზავნე იმეილი ყველასთან, ვინცშეიძლება შენს კითხვებს უპასუხოს.

2. ნაკლებიმედა მეტიჩვენ

ხშირად გვგონია, რომ აპლიკაციაში გამუდმებითსაკუთარ თავზე უნდა ვისაუბროთ. სინამდვილეში, პირიქითაა.

შემფასებლებს უყვართ და სიამოვნებთ, როცაკანდიდატი აჩვენებს განვითარების ღერძსპროგრესის პოტენციალს და მონდომებისუშრეტ ძალას, რომელსაც პოტენციურად არამხოლოდ ინდივიდუალური, არამედსაზოგადოებრივი სიკეთის შექმნა შეუძლია.

ამიტომ, ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ გამოიყენებმიღებულ ცოდნას და არა მხოლოდ პირადმიღწევებზე.

3. ყოველდღიური გამოწვევები ნორმალურია

უცხო ენაზე, რომელსაც დიდი ხანია სწავლობ, შეიძლება სიტყვა დაგავიწყდეს. შეიძლებასაცხოვრებლის პოვნაც გაგიჭირდეს. ეს ნორმალურიადა არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ უმკლავდები. ელიზბარი გირჩევს, ღიმილით შეხედე ასეთგამოწვევებს, რადგან ყველა, ვინც საზღვარგარეთსწავლობს, ამ გზას გადის. მთავარია, წინასწარმოემზადოშეისწავლო კლიმატი, უძრავი ქონებისბაზარი და ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსები.

4. წინასწარ შეისწავლე პროგრამა

სანამ აპლიკაციას გაგზავნი, დეტალურად გაეცანიპროგრამის კრიტერიუმებს, წესებსა დაპროცედურებს. შემდეგ კი ჩაუღრმავდი მის არსსროდის დაარსდა, რა მიზნით და როგორკანდიდატებს ეძებს. ელიზბარის თქმით, „ესზარივითააწაიკითხავთ თუ არა თუნდაცძალიან მშრალ ინფორმაციას პროგრამისშესახებ, შიგნიდან დარეკავს ზარი, რომ ესთქვენთვისაა.

გაეცანი კურსდამთავრებულების ისტორიებსაც, ესსამოტივაციო წერილისთვის შთაგონების წყაროცშეიძლება გახდეს.

5. სამოტივაციო წერილი ყრუ რეზიუმე არ უნდაიყოს

ეს არის შენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი, წონადი და კრეატიული ნაწილი. სამოტივაციოწერილი ერთადერთი ფორმაა, სადაც შეგიძლია, თავიისე გამოხატო, როგორც თავად გსურს, რომ სხვამგაგიგოს.

ფურცელზე უნდა იმღერო ისე, რომმკითხველს მისი წაკითხვა არ მობეზრდეს.

დაიმახსოვრე, რომ ბევრის დაწერის საშუალება არგექნებაროგორც წესი, ორი გვერდი მაქსიმუმია. ამიტომ, წერე მკაფიოდ, რელევანტურად დაგულწრფელად.

საზღვარგარეთ სწავლა ბევრ ძალისხმევასმოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

ინფორმაციისთვის, ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.  საქართველოს ბანკის სხვა საერთაშორისო სტიპენდიებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძიათ ეწვიოთ ბმულს

განათლების გზაზე არ გაჩერდე