“ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ აქციონერთა შორის არსებული ბიზნეს-დავის მიმდინარეობაზე დაკვირვებისას, ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო ეპიზოდი არის აუდიტორული დასკვნის შედეგები, რომელთა თანახმადაც მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში არამიზნობრივად დახარჯულია და გაფლანგულია 4 მილიონი ამერიკული დოლარი და 2 მილიონზე ლარზე მეტი“, - ამბობს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე. აფბა ბიზნეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
ჯინჭარაძის თქმით, დიდი ოთხეულის წევრი ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ შემუშავებული დასკვნა, გამომდინარე ოთხეულის მაღალი და შეუვალი რეპუტაციიდან, იმდენად წონადი დოკუმენტია, რომ მასში დაფიქსირებული მონაცემების ხელაღებით უარყოფა ნათია ჯანაშიასაც კი გაუჭირდა.
„ამ დასკვნის საპასუხოდ, ერთადერთი, რაც ნათია ჯანაშიას მხარემ საზოგადოების წინაშე წარმოადგინა, არის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავებული ლისის კამპუსების რენდერები. სხვა რაიმე ფინანსური, ან იურიდიული მტკიცებულება, საჯაროდ არ წარმოდგენილა. გაფლანგვის ეპიზოდი, ძირითადად, ამ კამპუსების დროში არაადეკვატურად გაწელილ პროცესს და 4 მილიონი დოლარის მიტაცებას უკავშირდება.
საინტერესოა ისიც, რომ ლისის კამპუსების მშენებლობის პროცესს ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე კურირებდა. ის 5 წლის განმავლობაში, ცოლთან, „აკადემიის“ დირექტორ ნათია ჯანაშიასთან ერთად, მათ შორის, სწორედ ამ სამუშაოს გაწევისთვის იღებდა ხელფასს „აკადემიიდან“. ეს ხელფასი კი, მაჟორიტარი პარტნიორის გადაწყვეტილებით 1 000 000 მილიონ ლარს შეადგენდა“, - იხსენებს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, გაფლანგვის ამ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
„საქმე #092060925001 აღძრულია და მიმდინარეობს მაჟორიტარი პარტნიორის განცხადების საფუძველზე და ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში (2019-2024) წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს "ბრიტანულ ქართულ აკადემიის" კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტს იძიებს. დანაშაული გათვალისწინებულია, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით“, - აზუსტებს ჯინჭარაძე.













