ნათია ჯანაშიას ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, მისი განვითარების ყველა ეტაპზე იწვევდა საზოგადოების შეშფოთებას. კამპანია აღბეჭდილი იყო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წინააღმდეგ მიმართული ნარატივით. ნათია ჯანაშიას სამიზნე, სხვადასხვა დროს, გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, სრულიად სასამართლო სისტემა, საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
ბოლო პერიოდში, ნათია ჯანაშის ანტისახელმწიფო კამპანიის ისრები საქართველოს ეკონომიკასაცმისწვდა. ამ პროცესმა პოლიტიკისა და ეკონომიკის ანალიტიკოსების განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
კერძოდ, ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ შეიქმნა ვითარება, როცა ნათია ჯანაშიამ კორპორაციული დავის პროცესი შანტაჟის, პოლიტიკური სპეკულაციებისა და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანების მცდელობებში გადაზარდა.
იგი ნათია ჯანაშიას მოქმედებებს ახასიათებს, როგორც რიგითი კორპორაციული კონფლიქტის მასშტაბურ დესტრუქციულ კამპანიად გადაქცევის მცდელობას და ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ნათია ჯანაშია ღია იერიშზე გადავიდა ინვესტორის მიერ მართული პრაქტიკულად ყველა კომპანიის წინააღმდეგ. ამ კომპანიათა ჯამური კაპიტალიზაციაც კი, 5 მილიარდ ლარს აღემატება, რაც საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტს შეადგენს.
ცუცქირიძე ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ ნათია ჯანაშიას ეს კამპანია არყევს საბანკო-საფინანსო სექტორისა დაჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორების მდგრადობას. სექტორებისა, სადაც ათასობით ადამიანია დასაქმებული და რომლებზეც ათეულ ათასობით მოქალაქის კეთილდღეობა და ჯანმრთელობაა დამოკიდებული.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვერც კი იხსენებს საკუთარი კორპორაციული ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობის გზაზე, მსგავსი მასშტაბის მანიპულაციური კამპანიის წარმოების სხვა შემთხვევას და დასძენს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტის შემქმნელი კორპორაციის წინააღმდეგ, სრულიად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ მიმართული, დამაზიანებელი კამპანიის წარმოებით, ნათია ჯანაშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასთან აღმოჩნდა დაპირისპირებული.













