თიბისი კონცეპტი ქმნის იმ განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებებს, რომლებიც მუსიკას, ხელოვნებასა და ქართულ იდენტობას აერთიანებს. სწორედ ამ მხარდაჭერის გაგრძელებაა “ფესტივალი„ჯაზი და ღვინო კახეთი“, რომელსაც წინანდლისმამულები 10 ოქტომბერს, უკვე მეათედ უმასპინძლებს.
ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა მუსიკის მოყვარულებს საერთაშორისო არტისტებთან შეხვედრის, ქართული ღვინის აღმოჩენისა და კახეთის უნიკალურ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს. წლევანდელ ფესტივალში 40-ზემეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას, მუსიკალურ პროგრამას კი საერთაშორისო სცენის გამორჩეული არტისტები დაამშვენებენ.
14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენას იტალიური Sugarpie & The Candymen დაიკავებს. ჯგუფი ჯაზის, სვინგის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ენერგიულ ნაზავს აერთიანებს და ცნობილ ჰიტებს სრულიად განსხვავებული, ჯაზური ჟღერადობით აცოცხლებს. სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანოც უმასპინძლებს და ტრადიციულ იტალიურ კერძებს შესთავაზებს.
19:00 | აუდიტორიის წინაშე Fred Wesley Generations წარდგება - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარული მემკვიდრეობის გაგრძელება, ეს არის პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზემნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა დაკომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისი გამორჩეული ტრომბონი და არანჟირება ფანკისკლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
21:00 | ამფითეატრის სცენაზე SOUL TRAIN – JJ’s Hausband feat. Re ggie Saunders მსმენელს სოულის, ფანკისა დაMotown-ის ოქროს ეპოქის ენერგიას შესთავაზებს.
თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს - წინასწარი გაყიდვების ფარგლებში 20, 21 და 22 აგვისტოს ბილეთებსა და სასტუმროს პაკეტებს სპეციალურ ფასად შეიძენენ. შემდეგ კი ცალკეულ ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:tkt.ge/JazzandWineKakheti













