კონგოს რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, ჟან-გი ბლეზ მაიოლასს, საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციიდან (FIFA) 1.3 მილიონი დოლარის მითვისებაში დასდეს ბრალი, მათ შორის 500 000 დოლარის, რომელიც ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის იყო განკუთვნილი, იტყობინება The Guardian-ი.
„2018 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაიოლასმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან დაფინანსების მოსაპარად არაერთი ფიქტიური კომპანია გამოიყენა. ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის ქალთა ყველა კლუბის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის თანახმად, 2021 წელს FIFA-ს მიერ გამოგზავნილი 500 000 დოლარიდან მხოლოდ 20 000 დოლარია გადახდილი“, - ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, მაიოლასმა შესაძლოა 800 000 დოლარი მიითვისა ინიაში ეროვნული საწვრთნელი ცენტრისთვის, რომლის მშენებლობა 8 წელია არ დასრულებულა.
გამოცემის წყაროს ცნობით, ჯერ ვერავინ ხვდება, სად წავიდა ეს ფული ამდენი ხნის განმავლობაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაჯოლასი ამჟამად თანამდებობიდან ჩამოშორებულია.