პროკრედიტ ბანკმა, საქართველოს ბანკთან და სხვა პარტნიორ ბანკებთან ერთად, მომენტალური გადარიცხვების ახალი სისტემის დანერგვის თაობაზე, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. პროექტი საქართველოს ბანკის ინიციატივით დაიწყო, და მალე გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ბაზისბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებლებისთვის.
პროკრედიტ ბანკი საცალო მიმართულებით კიდევ უფრო მეტად ავითარებს სერვისებს და ნერგავს იმ სიახლეებს, რაც საბანკო სერვისების მიღებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. ეს ინოვაციური სისტემა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეუზღუდავი სიხშირით, მხოლოდ მობილურის ნომრით გადარიცხონ თანხა ნებისმიერი მიმღების ანგარიშზე. გადარიცხვების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი და თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახება. მომხმარებელი თანხის ნებისმიერი მიღების ანგარიშზე ჩარიცხვას როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში შეძლებს (ევრო, დოლარი).
„ეს სიახლე დიდ გავლენას მოახდენს საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების პოზიტიურ გამოცდილებაზე. ჩვენთვის ინოვაციური, ციფრული სერვისების განვითარება მნიშვნელოვანია, ამიტომ მივესალმებით სხვა ბანკების ჩართულობასაც ამ პროცესში,“ - აღნიშნა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ.