როგორ ამოწმებს ჩინეთი გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ადამიანებს - ვიდეო
როგორ ამოწმებს ჩინეთი გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ადამიანებს - ვიდეო
ქართული ჩაის მთავარი ღირსება მისი ეკოლოგიური სიფაქიზე და უნიკალური საგემოვნო თვისებებია. მსოფლიო რუკაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პლანტაციები ბუნებრივ უპირატესობას ქმნის - გრილი კლიმატი, ზამთრის თოვლი და ყინვა მავნებლებს სპობს, რის გამოც ნარგავები შხამქიმიკატებით შეწამვლას არ საჭიროებს. ამასთან, ადგილობრივი ჩაი, წარმოებიდან პირდაპირ დახლზე ხვდება, ხანგრძლივი ლოჯისტიკური ჯაჭვის გარეშე, რაც მომხმარებელს მაქსიმალურად ცოცხალი არომატისა და გემოს მიღების გარანტიას აძლევს.საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე სწორედ ამ ეკოლოგიურ და ლოჯისტიკურ უპირატესობას უსვამს ხაზს:„გრილი კლიმატი, ზამთრის თოვლი და ყინვაბუნებრივად ანადგურებს მავნებლებს, რის გამოცპლანტაციები არ საჭიროებს შხამქიმიკატებითშეწამვლას — პროდუქტი სრულიად სუფთაა. გარდაამისა, ადგილობრივი ჩაი დახლზე წარმოებიდანპირდაპირ ხვდება, დაძველების გარეშე. იმპორტირებულჩაის ხანგრძლივი ლოჯისტიკური გზა აქვს გასავლელი. ჩაის კი არ უყვარს დრო — მაქსიმალური არომატისა დაგემოს შესანარჩუნებლად ის დამზადებიდან მალევეუნდა იქნეს მოხმარებული.“ამ ბუნებრივ სიფაქიზეს პრაქტიკული მაგალითებიც ადასტურებს. იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში არსებული 65-ჰექტარიანი პლანტაციების მოვლა-პატრონობა სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება, სადაც ზამთრის „ძილი“ ბუჩქებს ბუნებრივად იცავს მავნებლებისგან.კომპანია „ოქროს ფოთოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს როგორც პროდუქტის ბიოლოგიურ სისუფთავეზე, ისე ცნობადობის გაზრდის აუცილებლობაზე:„ჩვენთან ზამთრის პერიოდში ბუჩქები იძინებს, რაცმავნებლების ბუნებრივ დახოცვას იწვევს. შესაბამისად, ბუჩქების ქიმიკატებით დამუშავება არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა კომპანიაოფიციალურ სერტიფიკატს, ქართული ჩაი მოყვანისსპეციფიკით პრაქტიკულად ბიოლოგიურად სუფთაპროდუქტია. ამასთან, დარგი ათწლეულებისგანმავლობაში გაჩერებული იყო. მსგავსი პროექტები დამედიატურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პიარისადა ჩაის პოპულარიზაციის კუთხით, რათა მომხმარებელსხელახლა გავახსენოთ ქართული ჩაის უნიკალურობა.“თუმცა, უნიკალური ბუნებრივი პოტენციალის მიუხედავად, პლანტაციიდან მომხმარებლამდე სავალი გზა სავსეა გამოწვევებით. ადგილობრივ მწარმოებლებს უწევთ გამკლავება ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტთან, მაღალ თვითღირებულებასთან, მუშა-ხელის ნაკლებობასთან და ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობის სირთულეებთან.მიტოვებული პლანტაციების აღდგენის რთულ გზასა და საერთაშორისო გამოცდილების ათვისებაზე იხსენებს კომპანია „გრინგოლდის“ დამფუძნებელი და ჩაის მწარმოებელი, ნიკა სიორიძე:„თავიდან ძალიან დიდი გამოუცდელობა გვქონდა. შემდგომში ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები ჩინეთიდან, ტაივანიდან და ნეპალიდან. მათი დახმარებითა და ჩვენიექსპერიმენტებით შევძელით უნიკალური გემოებისშექმნა — თუ ადრე მხოლოდ შავი და მწვანე ჩაიმოიაზრებოდა, დღეს 25 სახეობის პროდუქცია გვაქვს. ჩვენი მთავარი პრინციპია მეტი ცოდნის მიღება დასწავლა, რადგან ბუნებრივი პოტენციალის სწორადგამოყენებას დიდი შრომა და ტექნოლოგიური ცოდნასჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, გაერთიანებისფარგლებში უფრო მეტი ვიშრომოთ, მეტი ვისწავლოთდა ქართული ჩაის უნიკალური იდენტობა მთელმსოფლიოს გავაცნოთ.“ბაზრის მოთხოვნებსა და ადგილობრივი სარეალიზაციო ჯაჭვის ბარიერებზე ფოკუსირდება კომპანია „ჯჯჯ“-ს (ბრენდი „ჩაი მარტვილი“) თანადამფუძნებელი, გენადიგარჩაგოდაშვილი:„ჩვენი სექტორული გაერთიანება ძალიან კარგი დასაჭირო წამოწყებაა. ერთმანეთს ნამდვილადვაძლიერებთ. Helvetas-ის დახმარებით უკვე გამოჩნდაკონკრეტული შანსები, რომ უფრო მეტად გავიდეთევროპის ბაზარზე და ვიპოვოთ ახალი პარტნიორები. ტრადიციულ შავ ბაიხის ჩაიზე უზარმაზარი მოთხოვნაა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას ქსელურიმარკეტების მაღალი გადასახადები და ბიუროკრატიულიბარიერები ართულებს.“სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ და ქართული ჩაის პოტენციალის გასაერთიანებლად შეიქმნა დარგობრივი ორგანიზაცია „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“. Helvetas-ისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, პროექტმა საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. დღეს აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა წარმოების ევროპულ სტანდარტებთან მოარგებაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაზე.ევროპულ ბაზარზე გადადგმულ რეალურ, შედეგიან ნაბიჯებზე საუბრობს ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაისურაძე:„საგარეო ბაზრებზე ინტერესი მზარდია, განსაკუთრებითევროპასა და აზიაში, სადაც განსაკუთრებით აფასებენპრემიუმ, ორგანულ და იშვიათი წარმომავლობის ჩაის. შვეიცარიული ორგანიზაცია Helvetas-ის თანადგომითადა ტექნიკური მხარდაჭერით დავაფუძნეთ ქართულიჩაის მწარმოებელთა გაერთიანება „საქართველო – ჩაისრესპუბლიკა“. მათი ფინანსური და ტექნიკურიდახმარებით, ივლისის დასაწყისში გაერთიანებისრამდენიმე წევრი, სოფლის მეურნეობის მინისტრისმოადგილესა და სოფლის განვითარების სააგენტოს(RDA) დირექტორის მოადგილესთან ერთად, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდითგერმანიაში, კერძოდ ბერლინსა და ჰამბურგში. საქართველოს საელჩოს ჩართულობით მოვაწყვეთქართული ჩაის კონგრესი, სადაც მოწვეული გვყავდაგერმანული მსხვილი იმპორტიორი და ბლენდერიკომპანიები. კონგრესის ფარგლებში გაიმართა ქართულიჩაის პრეზენტაცია, დეგუსტაციისა და B2B შეხვედრები. ქართულმა ჩაიმ მათგან საკმაოდ დადებითი შეფასებამიიღო და პირველი საცდელი შეკვეთებიც კი მოგვცეს.“ამ საერთო ძალისხმევასა და სექტორული გაერთიანების მომავალს თენგიზ სვანიძეც ოპტიმიზმით უყურებს:„შვეიცარიული მხარდაჭერით შეიქმნა ახალი ძლიერიგაერთიანება. მოვუწოდებ ყველა ქართველ მეჩაიეს, გაერთიანდეს „ჩაის რესპუბლიკაში“, რადგან პირველადგაჩნდა რეალური საფუძველი იმისა, რომ დარგშიმნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებიგანხორციელდება.“დასავლეთ საქართველოში გამართულმა ორდღიანმა მედიატურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ქართულ ჩაის აქვს ყველა ბუნებრივი და ტექნოლოგიური წინაპირობა, რომ დაიკავოს ღირსეული ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ხოლო „Helvetas“-ის მხარდაჭერა და მეწარმეთა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ ქმნის მყარ პლატფორმას, რომელიც ამ პოტენციალს რეალურ ეკონომიკურ წარმატებად აქცევს.
1789727422
„წამყვანი პარტნიორი ბანკის“ კატეგორიაში თიბისიმ წელს მე-12-ედ გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (თშჩFP) ფარგლებში, ბოლო ერთ წელში განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქციისთვის გადაეცა. ADB-ს პროგრამით, თიბისი ბიზნესებს სწორედ ვაჭრობის დაფინანსებაში ეხმარება და ხელს უწყობს საერთაშორისო ტრანზაქციებში.მწვანე დაფინანსების ჯილდო კი ბანკმა იმ პროექტების მხარდაჭერისთვის მიიღო, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. ამ კატეგორიაში თიბისიმ წელს პირველად გაიმარჯვა.„აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს პარტნიორებს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტს ვთავაზობთ; ორიენტირებული ვართ მათს საჭიროებებზე და ვაწვდით ინოვაციურ, თანამედროვე და რაც მთავარია, შეუფერხებელ სერვისს. სწორედ ამიტომ 47%-მდე წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტი ბიზნესი გვენდობა. რაც მთავარია, ვაგრძელებთ მწვანე და მდგრადი დაფინანსების განვითარებას, რაც თიბისისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.“მოხარული ვართ, რომ თიბისი “საქართველოში წამყვან პარტნიორ” ბანკად და “მწვანე დაფინანსების ლიდერად” დავასახელეთ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებსა და ფინანსებზე წვდომაში ეხმარება; მდგრადი პროექტებისადმი ერთგულებით კი თიბისი იმ მიმართულებას მიჰყვება, რომლის გაძლიერებასაც სხვა პარტნიორებთანაც ვისურვებდით. ვულოცავ თიბისის გუნდს დამსახურებულ ჯილდოებს“, - სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი.ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ბანკი რთული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრას ემსახურება. ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტრატეგიული პარტნიორობების დახმარებით ADB მუშაობს: ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნასა და გარემოს დაცვაზე. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრი ჰყავს, მათ შორის 50 - რეგიონიდან.
1789724382
ეპიზოდი მერვე - 17 სექტემბერი „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საქმეა წარმოებაში. ერთ-ერთ მათგანს, კერძოდ - გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებულ საქმეს განიხილავს მოსამართლე ქეთევან კურცხალია.17 სექტემბერს, აღნიშნული საქმე, მოსამზადებელი ეტაპიდან განახლდა. დაიკითხა 2 მოწმე. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელსაც 2026 წლის ივნისის თვეში, „აკადემიის“ მაჟორიტარი პარტნიორის - „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დაკვეთით კვლევა აქვს განხორციელებული და ასევე, გიორგი კეთილაძე - „განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორი, რომლის უშუალო ჩართულობითაც გაფორმდა, 2019 წელს, მხარეთა შორის მემორანდუმი და “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება. ორივე მოწმე „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ იყო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი.„განათლების ჯგუფის“ იურისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვების პასუხად, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა სასამართლოს მოუთხრო ჩატარებული კვლევის სპეციფიკისა და მთელი რიგი დეტალების შესახებ. კვლევის ამოცანა იყო განესაზღვრა, იქონია თუ არა გავლენა „აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ სოცქსელებში და სხვა საჯარო ინსტრუმენტებში წარმოებულმა კამპანიამ „აკადემიის“ იმიჯზე და მის პოტენციურ განვითარებაზე.სოციოლოგმა აღნიშნა, რომ საველე სამუშაოების წარმოების პროცესში, განხორციელდა 13 000 -მდე სატელეფონო ზარი, საიდანაც შეირჩა 250 ოჯახი, რომლებთანაც გაგრძელდა კვლევა.რესპონდენტთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იყო შემდეგი:რესპონდენტის ოჯახში უნდა ყოფილიყო 7-დან 17 წლამდე, ანუ სასკოლო ასაკის წევრი; ოჯახი უნდა ყოფილიყო მაღალშემოსავლიანი (მინიმუმ 7 000 ლარამდე); ოჯახის არც ერთი წევრი არ უნდა ყოფილიყო არსებითად დაკავშირებული „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“; ოჯახს უნდა ჰქონოდა საბაზისო ინფორმაცია „აკადემიის“ არსებობასთან დაკავშირებით და სხვ.იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, კვლევის შედეგების დასაშვები ცდომილება (- +) 5%-ის ფარგლებშია. მთავარი მიგნებები, რაც კვლევამ გამოავლინა, იყო ის, რომ რესპონდენტების 40% -მდე, „აკადემიასთან“ დაკავშირებით არსებული დავის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ამ ინფორმაციის წყაროდ ასახელებდა სოციალურ ქსელებში ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულ ცნობებს. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთაგან 35 %-მდე რესპონდენტი ფიქრობდა განათლების მისაღებად ოჯახის წევრის „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ მიყვანას, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს გადაიფიქრა.ნათია ჯანაშიას წარმომადგენლებს სოციოლოგთან ერთადერთი არსებითი კითხვა ჰქონდათ - კერძოდ, მათ სთხოვეს კაჭკაჭიშვილს, განემარტა შემდეგი - რესპონდენტებს, რომლებიც პასუხობდნენ რომ „აკადემიის“ გარშემო არსებული დავის თაობაზე ინფორმაცია ნათია ჯანაშიას საჯარო აქტივობებიდან ჰქონდათ, აზუსტებინებდნენ თუ არა, კერძოდ რომელი პუბლიკაციებიდან ფლობდნენ ამ ინფორმაციას და დაწვრილებით ეკითხებოდნენ თუ არა, მათი შინაარსის შესახებ. აღნიშნულ კითხვას, კაჭკაჭიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი ამოცანა მისი კვლევის მიზანი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა და რომ ამგვარად დასმული საკითხის საპასუხოდ სულ სხვა ხასიათისა და შინაარსის, ახალი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომელიც სოციოლოგიის ფარგლებს სცილდება.სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის დაკითხვა ამით დასრულდა.ხანგრძლივი გამოდგა მეორე მოწმის, „განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის დაკითხვის პროცესი. „განათლების ჯგუფის“ ადვოკატების საპასუხოდ, მან დაწვრილებით გაიხსენა და აღწერა ყველა ის ძირითადი ფაქტი, მომენტი და ფაქტობრივი გარემოება, რაც „განათლების ჯგუფის“ მიერ „აკადემიის“ 70 %-იანი წილის შესყიდვის პროცესში და შემდგომ უკვე ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტის პირობებში, მათთან ურთიერთობას ეხებოდა.ფაქტობრივად და პრაქტიკულად, მან სხვა სიტყვებით, თუმცა ცხადია, იმავე შინაარსით, მოუთხრო სასამართლოს ყველაფერი ის, რაც რამდენიმე თვის წინ მის მიერვე საჯაროდ გავრცელებულ ვრცელ წერილში აქვს აღწერილი.საგულისხმო იყო ერთი მომენტი. კეთილაძემ აღნიშნა, რომ „აკადემიაში“ მათი ინვესტიციის განხორციელებამდე ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე, ხელფასის სახით, სიმბოლურად 1000-1500 ლარს იღებდნენ. ამ ფონზე, პარალელურად, მათი და მათი ოჯახის წევრთა ყველა მიმდინარე და კაპიტალური საჭიროება ფინანსდებოდა „აკადემიის“ ხარჯებით - იქნებოდა ეს მოგზაურობა, შესყიდვები, თუ სხვა.კეთილაძემ აღნიშნა, რომ გარიგების საწყის ეტაპზევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი პრაქტიკა უბრალოდ ვეღარ გაგრძელდებოდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ „განათლების ჯგუფი“, როგორც ფინანსური ანგარიშგების უმაღლესი სტანდარტის კომპანია, ამ პრაქტიკას, ბუნებაში არ ცნობდა. სანაცვლოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის მიმდინარე საყოფაცხოვრებო და სხვა ინტერესების დაბალანსების მიზნით, მათ ოფიციალურად დაენიშნებოდათ ხელფასი აკადემიის ბიუჯეტიდან - თითოეულს წლიურად 500 000 ლარის მოცულობით. კეთილაძემ აღნიშნა, რომ როგორც შემდგომ, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის „აკადემიის“ მენეჯმენტიდან დათხოვნის შემდეგ გაირკვა, მიუხედავად 5 წლის განმავლობაში ერთობლივად წლიური 1 მილიონი ლარის შემოსავლისა, მათ ძველი პრაქტიკითაც მასშტაბურად განაგრძეს სარგებლობა და საკუთარი და ოჯახის წევრების საჭიროებების „აკადემიის“ ხარჯებით დაფინანსება.სასამართლომ, განხილვისთვის გამოყოფილ დროში ვერ დაასრულა მხარეთა მიერ მოწმე გიორგი კეთილაძის დაკითხვა. უფრო მეტიც - მის მიმართ დასასმელი კითხვები „განათლების ჯგუფის“ იურისტებსაც დარჩათ. შესაბამისად, სხდომა გადაიდო 25 სექტემბრისთვის. იგი განახლდება კვლავ „განათლების ჯგუფის“ ადვოკატთა კითხვებზე მოწმის პასუხით, რის შემდგომაც გიორგი კეთილაძის დაკითხვას უკვე ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ადვოკატები განაგრძობენ. მათი თქმით, მათ კეთილაძის მიმართ დასასმელი 400-მდე შეკითხვა აქვთ მომზადებული.საქალაქო სასამართლოში განახლდა გახმაურებული ბიზნესდავის განხილვა, რომელიც "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" აქციონერებს შორის მიმდინარეობს. “აკადემიის” მინორიტარი აქციონერი (30%) და ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" ("საქართველოს კაპიტალის" შვილობილი) კომპანიიდან გარიცხვას ითხოვს. თავის მხრივ, შესაგებელი სარჩელით, მინორიტარი აქციონერის გარიცხვას ითხოვს "საქართველოს განათლების ჯგუფიც". ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო. აღნიშნული დავის წინარე ისტორია ასეთია - 2019 წელს მხარეებს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ, დავით ცეცხლაძემ საქართველოს განათლების ჯგუფისგან მიიღეს 29 მილიონ 300 ათასი ლარი ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილის სანაცვლოდ. მხარეთა შორის შეთანხმებით, წილის გაყიდვის მიუხედავად, ნათია ჯანაშია აკადემიის დირექტორის პოზიციაზე დარჩა მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მეუღლესთან ერთად წლიურად 1 მილიონ ლარს იღებდა ხელფასის სახით. 2024 წელს, მას შემდეგ რაც მენეჯმენტ კონტრაქტი ამოიწურა და მაჟორიტარმა აქციონერმა ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორად აღარ დატოვა, ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა და მემორანდუმიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. შემდგომში მან ასევე მოითხოვა "საქართველოს განათლების ჯგუფის“ გარიცხვა პარტნიორობიდან 10 მლნ აშშ დოლარის გადახდის პირობით. ამ სარჩელებს, როგორც მოსალოდნელი იყო, "საქართველოს განათლების ჯგუფმა" შესაგებელი სარჩელებით უპასუხა. 9 სექტემბერს განახლდა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლო, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას თავმჯდომარეობით, მხარეთა მიერ წარდგენილი, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების მიღების პროცესს აწარმოებს. სხდომაზე დაიკითხა “განათლების ჯგუფის” მიერ გამოძახებული მოწმე - ლიცენზირებული შემფასებელი, - ქალბატონი ნინო ბერაია (დამოუკიდებელ შემფასებელთა ასოციაციის პრეზიდენტი), რომელმაც ნათია ჯანაშიას დაკვეთით ორჯერ შეაფასა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ღირებულება - 2024 წლის ნოემბრის და 2026 წლის ივნისის მდგომარეობით. მან ასევე შეაფასა რა იქნებოდა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ღირებულება ორი კამპუსის მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაში და ასევე დაითვალა, რა თეორიული დივიდენდი დაიკარგა ორი სკოლის მშენებლობის პროექტის განუხორციელებლობით მომდევნო 11 წლის განმავლობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მან ასევე შეაფასა ის ჰიპოთეტური ზარალი /მიუღებელი შემოსავალი/, რაც ნათია ჯანაშიას მიადგა და სწორედ ამ შეფასების შედეგად დაითვალა ის ზიანი, რასაც მინორიტარი აქციონერი ითხოვს მემორანდუმიდან გასვლის საქმეში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, "საქართველოს განათლების ჯგუფმა" დიდი ოთხეულის წარმომადგენელ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია KPMG-ს დაუკვეთა ბერაიას წარმოდგენილი დასკვნის შეფასება. მოწმე ნინო ბერაიამ დაკითხვისას ყურადღება გაამახვილა შეფასების მეთოდოლოგიაზე და სპეციფიკაზე. მან კითხვებზე პასუხად აღნიშნა ისიც, რომ შეფასებისას ეყრდნობოდა იმ მასალებს, რაც მას დამკვეთმა, ანუ ნათია ჯანაშიამ მიაწოდა. როგორც მოწმე აღნიშნავდა, სწორედ ამ მიწოდებული მასალების თანახმად, ასაშენებელი კამპუსებიდან ერთი 2021 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, ხოლო მეორე - 2022 წელს. საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ “განათლების ჯგუფის” იურისტთა კითხვაზე, გარდა ნათია ჯანაშიას მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, კიდევ ეყრდნობოდა თუ არა შემფასებელი რაიმე ისეთ დოკუმენტს, სადაც ორივე მხარის ხელმოწერა იქნებოდა დაფიქსირებული, როცა ათვლის წერტილად, კამპუსების ექსპლუატაციაში შესვლის მომენტად, ზემოხსენებულ თარიღებს იღებდა და იყო თუ არა ამ დოკუმენტებს შორის საკუთრივ მხარეთა მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, - ნინო ბერაიამ აღნიშნა, რომ მას მემორანდუმი აქვს ნანახი, თუმცა ამდაგვარი ხასიათის დოკუმენტებში, რომელიც თავისი არსით, დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და მხარეთა განზრახულობას გამოხატავს, კონკრეტული თარიღები, როგორც წესი, არ არის ხოლმე მითითებული. მან აღნიშნა, რომ ასე იყო ამ შემთხვევაშიც - მემორანდუმიდან ამოკითხული ვადები მან ვერ გაიხსენა, უფრო სწორად - აღნიშნა კიდეც, რომ მსგავსი კონკრეტული ვადები მას ამ მემორანდუმში არ შეხვედრია. შესაბამისად, მისი პასუხებიდან გამომდინარეობდა დასკვნა, რომ იგი შეფასებისას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ნათია ჯანაშიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. მოწმის დაკითხვის დასრულების შემდეგ მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს დამატებით რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთა თაობაზეც სასამართლო მხარეებს თავის განჩინებას დამატებით გააცნობს. მოსამზადებელი სხდომა 17 სექტემბრის 14 საათისთვის გადაიდო. ის მოწმე გიორგი კეთილაძის დაკითხვით გაგრძელდება, რომელიც "საქართველოს განათლების ჯგუფის" ყოფილი დირექტორია და რომლის უშუალო ჩართულობითაც გაფორმდა , 2019 წელს, მხარეთა შორის მემორანდუმი და “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება.
1789723878
აღსანიშნია, რომ ამ ფორმატის ღონისძიება JP Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონში პირველად ჩატარდა.შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლი დაქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდი საერთაშორისო აღიარება. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული მაკროეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებზე და ერთმანეთს ფასებისა დაფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გამოცდილება გაუზიარეს. ცალკეული სესიები დაეთმო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივებს. ღონისძიების მიზანია რეგიონის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაცვლა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში პირველ მსგავს ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას“, - აღნიშნა სების პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდექვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სომხეთის, ყაზახეთის დასხვა ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.
1789723121
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან აგროსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 19 სექტემბერს 12:00 საათიდან, ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო თემატური სივრცეები დახვდებათ.ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება სპეციალურად მოწყობილი პავილიონები, სადაც ქართული აგროსექტორის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ და სტუმრებს ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნებას გააცნობენ.სტუმრებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულ აგროსერვისებს.პროფესიონალი შეფის მონაწილეობით ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები.პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.„ფერმერის დღის“ მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ფერმერების მნიშვნელოვანს როლს ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონების გაძლიერებისა და სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებაში.
1789720860
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა.„გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ცვლილება, ფინანსური ბაზრების მერყეობა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები გლობალურ ეკონომიკურ ლანდშაფტს ცვლის. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ღია ეკონომიკა და ძლიერი რეგიონული თუ საერთაშორისო კავშირები აქვთ, ეს მოვლენები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჯანსაღი ეკონომიკისა და სულ უფრო კომპლექსურ გარემოსთან ადაპტაციის უნარის მნიშვნელობას.ამ ფონის გათვალისწინებით, საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძლიერი ეკონომიკური მდგრადობა აჩვენა და სტაბილური ზრდა შეინარჩუნა. 2021-2025 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, რითაც საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორისაა.ძლიერი დინამიკა გაგრძელდა 2026 წელსაც - პირველ 7 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი, საქართველოს საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, მაღალპროდუქტიული სექტორები იყო, მათ შორის ინფორმაცია და კომუნიკაცია, ფინანსური მომსახურება და ტრანსპორტირება. ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები გამყარებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობით.2023–2024 წლებში საშუალო ინფლაცია 1.8%-ის დონეზე შენარჩუნდა. თუმცა, 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებით, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად ნავთობზე გლობალური ფასების მატებით იყო განპირობებული.საქართველომ მნიშვნელოვნად შეავსო სავალუტო რეზერვები. 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სავალუტო რეზერვები გაორმაგდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლსა და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ საერთაშორისო აღიარებაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრის ჩატარება რეგიონული დიალოგის გაღრმავებას და ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებას შეუწყობს ხელს.„J.P. Morgan-მა მსგავსი ფორმატის შეხვედრები სხვადასხვა კონტინენტზე უკვე ჩაატარა და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს რეგიონში პირველ ასეთ ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. ვიმედოვნებ, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის ახალ ტრადიციას და მომავალში მრგვალ მაგიდებს რეგიონის სხვა ქვეყნებიც უმასპინძლებენ.ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას.დღევანდელ ტურბულენტურ გლობალურ ეკონომიკურ გარემოში, ვამაყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ და ფინანსურმა სექტორმა გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობა და ზრდა აჩვენა. ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამან გააძლიერა ჩვენი შესაძლებლობები, გავუმკლავდეთ საგარეო შოკებს და დავიცვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა, ასევე, J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.
1789718730
ნათია ჯანაშია გვიან მიხვდა დაშვებულ შეცდომებს
1789120137
ნათია ჯანაშიას ადვოკატები დამარცხებას აღიარებენ
1789374119
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1788946407
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ი...
1789201558
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ
1789035656













