წყარო: fortuna.ge
წყარო: fortuna.ge
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. აპლიკაციისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია: აპლიკაციების შევსება; აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს უტარდებათ გასაუბრება; შერჩეული აპლიკანტები აბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT. სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
1782486000
ბუკინგემის სასახლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მეფე ჩარლზ III-მ 2022 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ სახელმწიფოს 40 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი გადაუხადა.ეს ნაბიჯი თანამედროვე ბრიტანეთის გვირგვინის ფინანსური გამჭვირვალობისადმი ერთგულებას აჩვენებს.
1782483881
აღნიშნული აღიარება ეფუძნება Global Finance-ის ყოველწლიურ შეფასებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 83 ქვეყანასა და რეგიონში მოქმედ საბანკო ინსტიტუტებს მოიცავს. გამარჯვებულების შერჩევისას გამოცემის რედაქციამ გაითვალისწინა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ოპერაციული მდგრადობა და სხვა პარამეტრები. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო.Global Finance-ის შეფასებით, მზარდი გლობალური საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე, სუბ-კასტოდიან ბანკების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.საქართველოს ბანკმა კი გამოიჩინა მაღალი საოპერაციო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი მომსახურების ხარისხი.„საქართველოს ბანკი მუდმივად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, რომლებიც ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო გამოცდილებას ქმნის. ჩვენ არ ვჩერდებით არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე და აქტიურად ვახორციელებთ ახალ ინიციატივებს, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ საბანკო მომსახურება. Global Finance-ის მიერ მინიჭებული აღიარება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რაც გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ განვითარება და დავაწესოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები“,— აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.ინფორმაციისთვის, სუბ-კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი სუბ-კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.
1782480371
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე დასრულებულია კონკრეტული პროექტები, რომელთა საფუძველზეც 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დამატებით 3 ქალაქი.„წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დღევანდელი მდგომარეობით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%. დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დასრულდება მომავალი წლის ბოლომდე.გაფორმდა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან. ეს არის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგების უზრუნველყოფას. შედეგად, 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება 400 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია წყალმომარაგებაში და ამ ყველაფრის შედეგად წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები აქედან 12 პროექტზე“, - განაცხადა პრემიერმა.
1782477844
პროექტში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნების სახელით იასპარეზებენ. ყოველ ეპიზოდში ვიხილავთ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კრეატორების გუნდს.გამარჯვებულების გამოვლენა ლიდერბორდების მიხედვით მოხდება. გადაცემის ფარგლებში, მონაწილეებმა სწორად უნდა გასცენ პასუხი კონკრეტული ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან დასმულ კითხვებს და შეასრულონ ჩელენჯები. საუკეთესო კი ის გუნდი გახდება, რომელიც შეძლებს საკუთარი საგულშემატკივრო ქვეყნის ღირსების დაცვას.„Creator ჩემპიონატის“ გამარჯვებულს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა.არ გამოგრჩეთ ახალი გადაცემა საქართველოს ბანკის YouTube არხზე, ამისათვის გამოიწერეთ არხი @argacherdeერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელი კრეატორების გუნდებს.საქართველოს ბანკი - სპორტის მთავარი მხარდამჭერი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
1782476940
ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეეხო Mac კომპიუტერებს, iPad პლანშეტებს, სახლის ჭკვიანი მოწყობილობებსა და პრემიუმ Vision Pro შერეული რეალობის ყურსასმენებს.განახლებული ფასების სიის ძირითადი მახასიათებლები:Mac-ის ხაზი: ახალი MacBook Neo ლეპტოპის საბაზისო ფასი გაიზარდა $599-დან $699-მდე (Touch ID-ით ყველაზე მაღალი კლასის ვერსია $799-ია). MacBook Air-ის საწყისი ფასი ახლა $1,299-ია, 14 დიუმიანი MacBook Pro-ს - $1,999, ხოლო 16 დიუმიანის - $2,999 (უმაღლესი კლასის კონფიგურაცია $9,999-ს აღწევს). iMac all-in-one-ის საწყისი ფასი $1,499-ია, ხოლო Mac Studio-ს $2,499.iPad პლანშეტები: 11 დიუმიანი iPad Pro-ს ფასი $999-დან $1,199-მდე გაიზარდა, ხოლო 13 დიუმიანი მოდელის ფასი $1,499-ია. iPad Air-ის ფასი ამჟამად $749-ია, საბაზისო iPad-ის ფასი $449-ია, ხოლო კომპაქტური iPad mini-ს ფასი $599-ია.ჭკვიანი სახლი და გაჯეტები: HomePod-ისა და HomePod mini-ს დინამიკების ფასი შესაბამისად $349-მდე და $129-მდე გაიზარდა, ხოლო Apple TV-ის ფასი $199-მდე გაიზარდა. Apple Vision Pro ყურსასმენის საწყისი ფასი $3,699-მდე გაიზარდა, ხოლო 1 ტბ მოდელის ფასი ახლა $4,199-ია.მომხმარებლებისთვის ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ Apple-მა არ შეცვალა თავისი ყველაზე პოპულარული პროდუქტების - iPhone-ის, Apple Watch-ის და AirPods-ის უსადენო ყურსასმენების ფასები.
1782475190
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირ...
1782379260
ნათია ჯანაშიამ საკუთარი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძეც შეცდომაში შეიყვანა...
1781679776
ნათია ჯანაშიას გამოცხადებული წაგლეჯვის ქრონიკა – თაღლითობათა სერია აკა...
1781767706
ნათია ჯანაშიას პრეტენზია ოქროყანის მიწაზე მორიგი ავანტიურაა – გიორგი კ...
1781516284
ნათია ჯანაშია ბიზნესდავაში აღარ გამოიყენებს შვილების აშშ-ს მოქალაქეობა...
1782106649