სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 640.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496.3 ათასი შეადგინა, რაც 2.9 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 46.7 პროცენტი განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.6 პროცენტი შეადგინა.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 35.3 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 172.4 ათასი და 89.3 ათასი ვიზიტი.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.7 ღამე) 1.4 პროცენტით მეტია. ვიზიტების 99.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 629.1 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და 1 267.7 ლარი შეადგინა.












