ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციაგაიმართა. ღონისძიებას HoReCa სექტორისა და მედიისწარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოსსადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანაგოდაბრელიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებსშესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულიღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოებისტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობისკულტურას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნულისააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთაყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსიფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართულიღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრებისდივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზექართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშურიპროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.
ქართული ღვინის წარდგენას, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისობაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნულისააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანმიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდანაქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამოკამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორისმეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაცქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინისმიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.













