გალტ & თაგარტის 19–23 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები პლუსშია, ხოლო წინა კვირასთან შედარებით ფასი დაუვარდა Georgia Capital-ის აქციებს.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 96.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.05% წინა კვირასთან შედარებით და +5.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 92.90 - 98.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.38% წინა კვირასთან შედარებით და უცვლელი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 390 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.40 - 41.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 32.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.95% წინა კვირასთან შედარებით და +7.74% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 441 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.80 - 33.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.