სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. დეკემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მაქსიმუმს 6.16 მლრდ დოლარს აჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სებ-ის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე.

„როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი

ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი

სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი

ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 167.4 მილიონი აშშ დოლარი

ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 308.2 მილიონი აშშ დოლარი

დეკემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 361.0 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნებს.