Reuters-ის ცნობით, ორშაბათს დილით ძვირფასი ლითონი მსოფლიო ბირჟებზე 5029 დოლარი ღირდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ექსპერტების პროგნოზით, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება, რადგან არასტაბილურობის პერიოდში ინვესტორები ტრადიციულად სწორედ მას მიმართავენ. ანალიტიკოსები მთავარ მიზეზებს შორის გამოყოფენ დაძაბულობის ესკალაციას აშშ-სა და ნატო-ს შორის გრენლანდიის საკითხზე და რუსეთის მიმდინარე ომს უკრაინასთან.
Reuters-ის ცნობით, ოქროზე მოთხოვნას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ის მუქარამ კანადიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, თუ ეს ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერს ხელს.













