გალტ & თაგარტის 14–18 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების უმეტესობამ, წინა კვირასთან შედარებით, ზრდა აჩვენეს. სამივე კომპანიის შემთხვევაში საშუალოდ 10%–იანი ზრდაა წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.53% წინა კვირასთან შედარებით და +9.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 261 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 70.95 - 74.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.71% წინა კვირასთან შედარებით და +9.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 388 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.50 - 50.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 21.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.17% წინა კვირასთან შედარებით და +11.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 376 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.55 - 21.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.