პანდემიის შემდგომმა მაღალინფლაციურმა გარემომ გლობალურად ხელფასების ზრდა გამოიწვია და არც რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი.

2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოში 64.5%-ით, სომხეთში 47.8%-ით, ხოლო ყაზახეთში 93.1%-ით გაიზარდა. ამასთან, აშშ დოლარში ხელფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში, რადგან ამ პერიოდში ქართული ლარი და სომხური დრამი აშშ დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა. ყაზახეთის ეროვნული ვალუტა (ტენგე), ლარისა და დრამისგან განსხვავებით, გაუფასურდა და შესაბამისად, ხელფასები აშშ დოლარში უფრო ნაკლებად გაიზარდა (თუმცა, ყაზახეთში ხელფასის დონე სომხეთსა და საქართველოზე მაღალია).

ამასთან, 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალ ხელფასებს შემდეგ დარგებში დასაქმებულები იღებდნენ: 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები აშშ დოლარში IT და საფინანსო სექტორში სომხეთში ფიქსირდება. თუმცა, სომხეთში ყველაზე დაბალია ხელფასები სასტუმროების და რესტორნების, ასევე განათლების სექტორებში. შესაბამისად, ხელფასებს შორის განსხვავებებმა შესაძლოა, ქვეყნებს შორის სამუშაო ძალის მობილობა გამოიწვიოს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე ასახულია ხელფასების შედარება სექტორების ჭრილში.