ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების შემდეგ, რუსულმა ფულადი გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონამ“ საქართველოში ოპერაციების შეჩერება დაიწყო.
რუსული გამოცემების თანახმად, წერს, რომ საქართველო აღარ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც „ზოლოტაია კორონას“ საშუალებით გადარიცხვებია შესაძლებელი.
მათივე ინფორმაციით, საქართველო სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
ამასთან, გზავნილების სერვისი ასევე შეწყდა რამდენიმე სხვა ქვეყანაში, თუმცა კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებს ეხება შეზღუდვა, ამ ეტაპზე არ ზუსტდება.
„ზოლოტაია კორონა“ რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ფულის გადარიცხვის ერთ-ერთ მთავარ არხად იქცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საერთაშორისო საგადახდო სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა საქმიანობა შეწყვიტეს.
23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვების სიაში მოხვდნენ „ზოლოტაია კორონას“ ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“, ასევე „ციფრა ბანკი“.












