აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, არსებობს შესაძლებლობები, რომ სინგაპურიდან დამატებითი ინვესტიციები იქნეს მოზიდული.

„შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან. ამავდროულად, გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ისევე როგორც საფინანსო სექტორში. განსაკუთრებით მისასალმებელია ალბათ ჩანგის აეროპორტის ინტერესი საქართველოსადმი.

აღინიშნა, რომ საქართველოს გამორჩეული ზრდის დინამიკა აქვს უშუალოდ ავიაციის სექტორში და მგზავრთნაკადისა და ტურიზმის სექტორის ზრდამ ზუსტად რომ განაპირობა მათი ინტერესი საქართველოსადმი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.