2024 წლის ნოემბერში დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, დეპოზიტების საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 10,20%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი 10,10%-ის დონეზე იყო. ვადიანი დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი ნოემბერში 11,05%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების 8,25%-ზე.

სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ  28 545,72 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში - 25 158,13 მლნ ლარი. 

ამასთან, 2024 წლის ნოემბერში კომერციული ბანკებში დეპოზიტების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა, ხოლო ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იანი კლებაა.