როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჩინეთი სამხრეთ ტიბეტში მსოფლიოში უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს.
მშენებლობა მდინარე იარლუნგ ცანგლოზე გაიმართება. კაშხლის მშენებლობას ჩინეთის მთავრობამ ოთხშაბათს დაუჭირა მხარი.
ჰესი 300 მლრდ კვტ/სთ–ს გამოიმუშავებს, რაც „სამი ხეობის“ სახელით ცნობილ ჩინეთის უმსხვილესი ელექტროსადგურის გენერაციასაც კი აჭარბებს.
პეკინი ამ ჰესის მშენებლობაზე $137 მლრდ–ს დახარჯავს, რაც დღეისთვის მსოფლიოში უმსხვილესი ერთჯერადი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.













