Galt & Taggart ახლო აღმსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას აფასებს.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება.

28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის სამხედრო თავდასხმამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ვოლატილობა გაზარდა, ასევე დროებით შეფერხდა არა მხოლოდ ირანში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა.

Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, არსებული სამხედრო დაპირისპირების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პირდაპირი ეკონომიკური კავშირები ირანთან მცირეა. 2025 წელს ირანის წილი მთლიან სავალუტო შემოდინებებში (ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები) 0.9%-ს შეადგენდა. გასულ წელს ისრაელ-ირანს შორის მომხდარმა 12-დღიანმა კონფლიქტმა ცხადყო, რომ მას საქართველოსზე ხელშესახები მაკროეკონომიკური გავლენა არ ჰქონია.

„ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მოკლევადიანი ესკალაციები როგორც წესი, შეზღუდულ თანმდევ ეფექტებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კვლავ ცვალებადია, ეკონომიკური გავლენა უმეტესწილად დამოკიდებული იქნება არა თავად პირველად ესკალაციაზე, არამედ იმაზე თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს მდგომარეობა“, - აცხადებენ საინვესტიციო ბანკში.