ქალთა და დედის დღესთან დაკავშირებით Wolt მომხმარებლებს სპეციალურ კამპანიას სთავაზობს, რომლის მიზანია სადღესასწაულო საყიდლები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება 50%-მდე ფასდაკლება სხვადასხვა კატეგორიაში.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს დახვდება მრავალფეროვანი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები ყვავილებზე, საჩუქრებზე, ტკბილეულზე, სილამაზისა და მოვლის პროდუქტებზე, ასევე, სხვა შესაბამის კატეგორიებზე, რომლებიც 3 და 8 მარტის აღსანიშნავად განსაკუთრებით მოთხოვნადია.
Wolt-ის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი, რაც საყვარელი ადამიანებისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოსაწყობად არის საჭირო, სწრაფი მიწოდებითა და კონკურენტული ფასებით. კამპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, წინასწარ დაგეგმონ საყიდლები და სასურველი პროდუქტები განსაკუთრებული პირობებით შეიძინონ.
სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება Wolt-ის აპლიკაციაში ხელმისაწვდომ პარტნიორ ობიექტებზე და მოქმედებს 2-დან 8 მარტის ჩათვლით.
Wolt აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას და სადღესასწაულო პერიოდშიც უზრუნველყოფს საჩუქრების სწრაფ, მარტივ და კომფორტულ შეძენას ერთ აპლიკაციაში.













