Wolt Market საქართველოში რებრენდინგის კამპანიას იწყებს. განახლებული პოზიციონირების ფარგლებში, მარტი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების თვედ ცხადდება.

2-დან 31 მარტის ჩათვლით, მომხმარებლებს ელოდება 50%-მდე ფასდაკლება ადგილობრივ ბრენდებზე, მათთვის საყვარელ პროდუქტებსა და იმ კატეგორიებზე, რომლებიც ყოველდღიური საყიდლების ძირითად ნაწილს წარმოადგენს: სასურსათო პროდუქცია, სასმელები, ჰიგიენის საშუალებები, საოჯახო ნივთები და სხვა.

რებრენდინგის მთავარი იდეა Wolt Market-ის კიდევ უფრო მკაფიო პოზიციონირებაა, როგორც სწრაფი, ხელმისაწვდომი და თანამედროვე მარკეტის, სადაც მომხმარებელი მისთვის საჭირო პროდუქტებს ყოველდღიურად ერთ სივრცეში ყიდულობს.  Wolt Market-ში ყოველთვის ახალი და მაღალი ხარისხის 5000-ზე მეტი პროდუქტია ხელმისაწვდომია. კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბრენდების მხარდაჭერას.

მარტის განმავლობაში, ძირითადი ფასდაკლებების პარალელურად, მომხმარებელს ელოდება ყოველკვირეული სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს და დამატებითი სტიმულს ქმნის ყოველდღიური საყიდლებისთვის.

Wolt-ის აპლიკაციაში ხელმისაწვდომი Wolt Market აგრძელებს განვითარებას, სერვისის დახვეწასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნას, რაც სწრაფი მიწოდებისა და კონკურენტული ფასების კომბინაციით ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.