საქართველოში „სტარბაქსი“ შემოდის. პირველი ობიექტები ზაფხულში „ალშაია გრუპთან“ პარტნიორობით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერში“ გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„სტარბაქს“-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.