ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართე...
„Starring Georgia“ მელომანებს
ურჩევს, არენაზეადრიდანვე
მოვიდნენ, თავიანთი
ადგილიც დაიკავონდა მთელი
საღამოთი სრულყოფილად
ისიამოვნონ.გასათვალისწინებელია,
რომ ხვალ საკმაოდ
მზიანიამინდი იქნება,
რასაც კონცერტზე
დასწრებისმსურველები
მომზადებულნი უნდა
შეხვდნენ.„სახლიდან
გამოსვლისას არ
დაგავიწყდეს
დამცავისწასმა, შეამოწმე
ამინდის პროგნოზი და
ჩაიცვიკომფორტულად.
დეჰიდრატაციის
თავიდანასარიდებლად,
მიიღე საჭირო რაოდენობის
წყალი; თუ ადრე მოსვლას
აპირებ, თან იქონიე ქუდი
ანრაიმე, რაც მზისგან
დაგიცავს,“ —
აღნიშნულია„Starring Georgia-ს“
ოფიციალურ ფეისბუკ
გვერდზე.იმ რჩევებთან და
რეკომენდაციებთან ერთად,
რომელთაც „Starring Georgia“
მელომანებს სოციალურ
ქსელში აქტიურად უზიარებს,
უნდა გაითვალისწინოთ, რომ
ახლომახლო ავტომობილის
პარკირებას ვერ შეძლებთ და
13:00-დან კონკრეტული ქუჩებიც
(გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა.
წერეთლის დად. ყიფიანის)
გადაიკეტება; ამიტომაც:•
„Starring Georgia-სა“ და „ბოლტის“
პარტნიორობისფარგლებში,
კონცერტზე მომავალი
სტუმრებიისარგებლებენ
ფასდაკლებით „ბოლტის“
სკუტერებით
განხორციელებულ ნებისმიერ
მგზავრობაზე იმ
შემთხვევაში, თუ სკუტერებს
თამარ მეფის ქუჩისა და
აღმაშენებლის ქუჩის
კვეთაზე, ე.წ. „ადამისა და
ევას“ შენობასთან
დააპარკინგებენ;•
გახანგრძლივდება და 02:00-მდე
გადაიწევს: N381, N315, N320, N311, N327, N308,
N306, N384 და N386 ავტობუსების
სამუშაო დრო.რაც შეეხება
უშუალოდ საკონცერტო
ტერიტორიასა
დაღონისძიებას, აქ მკაცრად
იქნება დაცული
უსაფრთხოების
ნორმები. ტერიტორიაზე არ
იქნება შემნახველი
საკნები, რადგან
ადამიანების რაოდენობიდან
გამომდინარე, ეს
შეუძლებელია. ამიტომაც,
მაყურებლებმა მხოლოდ
საჭირო ნივთები უნდა
წამოიღონ, რათა კარში
უხერხული სიტუაცია
არშეიქმნას. ამას
განსაკუთრებული ყურადღება
უნდამიაქციონ „ორბიტის“
ბილეთის მფლობელებმა,
რადგან მათ ყველა იმ პატარა
ნივთის დატოვებაცმოუწევთ,
რომელმაც შესაძლოა,
სროლისშემთხვევაში,
სცენამდე
მიაღწიოს.აკრძალული
ნივთებია: საკვები და
სასმელი, პროფესიონალური
კამერა, მეტალის ნივთები,
სითხეები და სითხის
კონტეინერი, პიროტექნიკა
დახმაურის გამომწვევი
მოწყობილობები.მაყურებელს
შეუძლია, კონცერტზე
შეიტანოს პოლაროიდი და
მცირე ზომის
არაპროფესიონალური
კამერა, მცირე ზომის
ტექნიკა, სუნამოს პატარა
ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა,
თავის მოვლის საშუალებები
50 მლ-მდე.ასევე,
საგულისხმოა, რომ
კონცერტზე არ დაიშვებიან
შინაური ცხოველები, რადგან
მსგავსი ხმაური მათი
ჯანმრთელობისთვის
სახიფათოა.გაითვალისწინეთ,
რომ ტერიტორიაზე იქნება
ე.წ. ქეშლეს სისტემა და
გადახდა მხოლოდ ბარათით
იქნება შესაძლებელი, თუმცა
მათ, ვინც ქეშით იქნება,
დახვდებათ ჩასარიცხი
აპარატები, რათა თანხა
ბარათზე შეიტანონ. გარდა
ამისა, ადგილზე
წარმოდგენილი იქნება
ჯასტინ ტიმბერლეიკის
ოფიციალური მერჩი —
გულშემატკივრებს
შეეძლებათ, შეიძინონ
ნივთები საყვარელი
არტისტის
გამოსახულებით.შეგახსენებთ,
რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის
კონცერტისბილეთები 6
საათში სრულად გაიყიდა.
მყიდველებსშორის 18 000-მეტი
უცხოეთის მოქალაქეა.
კონცერტს, საქართველოს
მასშტაბით, უპრეცედენტო
რაოდენობის მსმენელი
დაესწრება.
11:52