ორდღიან ფორუმზე განხილული იქნება სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შუა კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობა, ზანგეზურის მარშრუტის განვითარება, სექტორის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და ციფრული ლოგისტიკის განვითარების დინამიკა.ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად აქცევს, რაც ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და პირდაპირ აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. სექტორის წილი მშპ-ში 6%-ს აღემატება და ბოლო წლებში სტაბილური ზრდით გამოირჩევა.“თიბისისთვის ლოგისტიკა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს - სექტორი აერთიანებს ბიზნესებს, რომლებიც მუშაობენ ექსპორტზე, უზრუნველყოფენ იმპორტს და აძლიერებენ საქართველოს როლს რეგიონულ ვაჭრობაში. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით, ვქმნით პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობებისთვის, რაც სექტორის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ფინანსური პარტნიორი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენს კლიენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. შედეგად, თიბისის პორტფელი ლოგისტიკის სექტორში ბოლო 3 წელში 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.„ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში სტაბილურად ვითარდება და ქვეყნისთვის სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი მოტივაცია, როდესაც გასულ წელს პირველი გამოფენა და ფორუმი დავაფუძნეთ, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. წლევანდელი ღონისძიება კი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.დღეს ეს უკვე ყოველწლიური, დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ინვესტორები და სფეროს პროფესიონალები იკრიბებიან, აზიარებენ გამოცდილებას და ერთობლივად უწყობენ ხელს ლოგისტიკის სექტორის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში“, – რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯია“ დირექტორი.კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
1771315575
საგანმანათლებლო პროექტის მიზანს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და არგუმენტებზე დაფუძნებული კონსტრუქციული დებატების მნიშვნელობის შესახებ სამოქალაქო კულტურის განმტკიცება წარმოადგენდა.პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხუთი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის 30 სტუდენტი დარეგისტრირდა. მონაწილეები 10 გუნდში გადანაწილდნენ, თითოეული გუნდი სამი მონაწილის შემადგენლობით.პროექტის საწყის ეტაპზე, სწავლების ცენტრმა ახალგაზრდებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული სიახლეები განიხილა და ამასთან ერთად, უზრუნველყო მონაწილეთა გადამზადება დებატების წარმართვის ტექნიკაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი; არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება-დამუშავება; საჯარო გამოსვლების ტექნიკა; დებატების ეთიკა და პრინციპები.2026 წლის 16 თებერვალს პროექტის ფინალი გაიმართა, სადაც შესარჩევ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ფინალური დებატები გაიმართა თემაზე: „საარჩევნო უფლების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება დეზინფორმაციის რისკის პირობებში“.ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე; სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი; ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი; სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ნოდარ ბოკერია. მონაწილეები შეფასდნენ არგუმენტაციის ხარისხის, მტკიცებულებების გამოყენების, დებატების ეთიკის, რეგლამენტის დაცვისა და საჯარო გამოსვლის უნარების მიხედვით.ფინალის დასასრულს მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის - უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში.
1771315366
ProConnect პროკრედიტ ჯგუფის ინოვაციური ციფრული ბიზნეს ჰაბია, რომელიც კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების, ახალი ბაზრებისა და ბიზნეს კავშირების მოძიებაში ეხმარება.ვებინარის ფარგლებში ბიზნესებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პლატფორმის უპირატესობებზე, გაეცნონ როგორ მუშაობს ProConnect პრაქტიკაში და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ბიზნესის ზრდისთვის.B2B პლატფორმა სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს და უკვე 3 000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს პროკრედიტ ჯგუფის 12 ქვეყნიდან, ხოლო რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
1771314843
Moby-ს კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის, მისი ალბომების გაყიდვებმა კი მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონს გადააჭარბა. 1991 წელს გამოსული სადებიუტო სინგლი “Go” ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დაასახელა. ეს მისი მუსიკალური მემკვიდრეობის მხოლოდ ერთი ნაწილია.30 ივლისს მსმენელს ელოდება დაუვიწყარი საღამო, სადაც შესრულდება არტისტის საკულტო ნამუშევრები: Porcelain, Extreme Ways, Go, Lift Me Up და სხვა.კომპანია Flitz Collective 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მათთვის ეს რიგით მეხუთე მასშტაბური ღონისძიებაა.სტუდიო ლიბერთი, ლიბერთის პრემიალური ბანკინგის ახალი მიმართულებაა.სტუდიო ლიბერთის წევრებს Moby-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ან Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. VIP ზონის ბილეთების შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური პირობა - 25%-იანი ფასდაკლება და პრიორიტეტული მომსახურება tkt.ge-ზე, რიგის გარეშე. რაოდენობა შეზღუდულია. გახდი სტუდიო ლიბერთის წევრი მარტივად: https://shorturl.at/pSy6Cაღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება Liberty Wealth-ის პრემიუმ ბარათებზეც.📍 ლოკაცია: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი | კარის გახსნა: 18:00🎟️ tkt.ge-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება: 17 თებერვალს 14:00 საათზეასაკობრივი შეზღუდვა:12-18 წლამდე მოზარდებისთვის დასწრება ფასიანია და აუცილებელია ბილეთის მქონე სრულწლოვანი პირის თანხლება.18+ ვიზიტორებს ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
1771247597
ჯამში, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. კერძოდ, იანვარში აშშ-დან 10.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 15.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად, 52.0 და 24.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მლნ აშშ დოლარი (84.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. აღნიშნული 2025 წლის იანვრის (28.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.
1771247217
ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. კერძოდ, იანვარში აშშ-დან 10.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 15.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად, 52.0 და 24.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მლნ აშშ დოლარი (84.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. აღნიშნული 2025 წლის იანვრის (28.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.
1771246868
Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულ...
1770883140
"თიბისი ბანკის" გენდირექტორი გიორგი თხელიძე გახდება
1770624881
ეროვნული ბანკმა „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა
1770197400
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ - ერთად გავი...
1770193680
დამატებითი განმარტებები M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებ...
1770992749








