ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

„მივესალმები საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, მედიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს,პატივცემულო საკრებულოს წევრებო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით გილოცავთ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩევას.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ჩაატარა საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. არჩევნები გამჭვირვალე, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, კანონით განსაზღვრული ყველა ეტაპის დაცვით ჩატარდა - დაწყებული მოსამზადებელი წინასაარჩევნო პერიოდით, გაგრძელებული კენჭისყრით და დასრულებული პოსტ საარჩევნო პერიოდით -  შედეგების შეჯამებით, დავების განხილვითა და შედეგების ოფიციალური გამოცხადებით.საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა და ყველა მონაწილე სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო ელექტრონული აპარატები ფართო მასშტაბით  გამოიყენა, რითაც კიდევ უფრო გაიზარდა პროცესის სიზუსტე, გამჭვირვალობა და სანდოობა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რაც ამ შემთხვევაში შეადგენდა 1 საათსა და 25 წუთს საარჩევნო უბნების დახურვიდან.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზა მიმდინარეობდა საჯაროდ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა და დაკვირვება თავის მხრივ ხელს უწყობდა პროცესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას.საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, როგორც ყოველთვის, ახლაც ეფუძნებოდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების, მიუკერძოებლობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამომრჩეველთა ინფორმირებას, არჩევნების ინკლუზიურობას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, რაც საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ყველა მონაწილე მხარეს - მათ შორის საარჩევნო კომისიების წევრებს, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით შესრულებული საქმიანობისთვის.როგორც თქვენთვის ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 15 ოქტომბერს შეაჯამა. ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა 50 წევრით - მათ შორის 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით. თითოეული მანდატი ძალაში შევიდა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე, 29 ოქტომბერს, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს საკრებულოს ახალი მოწვევის პირველი სხდომის ჩასატარებლად.თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისად დღეს, მე, როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს პატივი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნილად გამოვაცხადო.თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის. დაე, თქვენი გადაწყვეტილებები მუდამ ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და იმ ნდობის გამართლებას, რომელიც ამომრჩევლებმა თქვენზე დაამყარეს.აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას და მის გუნდთან ერთად ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს პირველ სხდომაზე.

1761819990

ლუკოილის უცხოურ აქტივებს, მათ შორის ქართულს, კომპანია GUNVOR-ი შეიძენს

თავის მხრივ, LUKOIL-მა მიიღო შეთავაზება და დათანხმდა სხვა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოებაზე უარის თქმას.ტრანზაქციის შესახებ სავალდებულო შეთანხმების დადება დამოკიდებულია წინაპირობების შესრულებაზე, მათ შორის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისისგან (OFAC) ნებართვის მიღებაზე და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში სხვა ლიცენზიების, ნებართვებისა და დამტკიცებების მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში, მხარეები გეგმავენ მოითხოვონ OFAC-ის მოქმედი ლიცენზიის, ასევე სხვა ნებართვების გაგრძელება, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო აქტივებისა და მათი საბანკო მომსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირება ტრანზაქციის დასრულებამდე.LUKOIL International GmbH-ის გაყიდვა დაკავშირებულია გარკვეული სახელმწიფოების მიერ PJSC LUKOIL-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შემოღებასთან.

1761817637

„კეიპაქსი“ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გ...

„კომპანიის მიზანია, ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდი ხელშესახები, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ნივთებით გააცოცხლოს“, - ,,კეიპაქსის’’ თანადამფუძნებელი, ირაკლი ცქიტიშვილი.კომპანიის ისტორია 2018 წლიდან იწყება. ირაკლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში, აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიის გუნდში და მკაფიოდ ხედავდა, რა აკლდა ბაზარს — მოქნილობა, გამბედაობა და ინდივიდუალიზმი. სწორედ ამ ხედვის გაზიარებით შეიქმნა ,,კეიპაქსი’’. „თეონა ალთუნაშვილი ჩემი კოლეგა იყო. როდესაც მივხვდით, რომ ორივეს ერთი სურვილი და ხედვა გვქონდა, ერთად გადავწყვიტეთ ,,კეიპაქსის’’ დაფუძნება. მაშინაც და დღესაც, ბრენდის მისია უცვლელია: ბრენდირებულ პროდუქტებში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ხასიათი“.კომპანიის სერვისი სრულ ციკლს მოიცავს - პროდუქციის მოძიებიდან და იმპორტიდან ბრენდირებამდე. ნივთებს  ,,კეიპაქსი’’ ჩინეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და თურქეთიდან იღებს, შემდეგ კი ქართული ბრენდებისთვის აქცევს პერსონალიზებულ, სტანდარტებზე მორგებულ პროდუქტად. კონკურენცია ამ ბაზარზე მაღალია, თუმცა ,,კეიპაქსი’’ მომხმარებლებს, ერთი მხრივ, სთავაზობს ფართო კატალოგს, მეორე მხრივ კი, ჩინეთში პარტნიორ ქარხნებთან ამზადებს სრულიად ახალ, custom made დიზაინს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ბრენდთან ერთად შექმნას პროდუქტი, რომელიც არავის აქვს - ფორმით, ფერით, ფუნქციითა და დეტალებით განსხვავებული.,,კეიპაქსმა’’ პირველი წელი საკუთარი ფინანსური რესურსებით დაიწყო, მაგრამ უკვე 2019 წელს დადგა საჭიროება, დამატებითი სახსრები მოეძიებინათ.„თიბისის როლი ძალიან დიდია ,,კეიპაქსის’’ განვითარების გზაზე. ჩვენი მომხმარებლებისგან სრულ საავანსო ანგარიშსწორებას არ ვითხოვთ, ამიტომ 2019-ში თიბისის მივმართეთ, საკრედიტო ხაზის მოთხოვნით, მეტი ფინანსური მოქნილობისთვის. თიბისი პირველივე ცდაზე დაგვთანხმდა და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო.  7 წელია, თიბისითან ვთანამშრომლობთ, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი კომპანიის შეუფერხებელ მუშაობაში”, - ამბობს ირაკლი.,,კეიპაქსის’’ გამორჩეულობა ბაზარზე მხოლოდ მიწოდების არეალსა და ფასების მოქნილობას არ ეფუძნება. აქ, ერთდროულად სამი ფაქტორი იყრის თავს: ფართო არჩევანი, ხარისხის კონტროლი და კრეატიული ბრენდირება.

1761817177

Nvidia პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც 5 ტრილიონ დოლარ...

Bloomberg-ი სერვისის TradingView მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ Nvidia-ს აქციები ამერიკულ ბირჟაზე ​Nasdaq 3,31%-ით გაიზარდა და 207,68 დოლარი შეადგინა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5,05 ტრილიონი დოლარი შეადგინა.ფასების ზრდა დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან, რომ ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან Nvidia-ს მიერ წარმოებულ ხელოვნური ინტელექტის პროცესორების - Blackwell-ის ექსპორტის საკითხს განიხილავს. ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანმა, ცოტა ხნის წინ ეს პროცესორები ოვალურ კაბინეტში აჩვენა, ხოლო ტრამპმა მათ „სუპერ-პუპერ-ჩიპები“ უწოდა.აშშ-ის ლიდერმა პირობა დადო, რომ Blackwell-ის გამარტივებული ვერსიის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს.

1761815818

ეკატერინე გალდავა: გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადა...

პანელზე, სახელწოდებით „საგადახდო სისტემების დაკავშირება: როგორ ხსნის ურთიერთთავსებადობა ფულის მოძრაობის მომავალს“ განიხილეს საგადახდო ბარიერების მოხსნის შესაძლებლობები ღია, ურთიერთთავსებადი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ციფრული აქტივები ფულის შეუფერხებელ მოძრაობას პლატფორმებსა და საზღვრებს შორის და რა არის საჭირო გადახდების მომავლის ასაშენებლად.სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ იზვან ალი, Nexus Global Payments-ის მრჩეველი და მახბუბა მუხამადიევა, Visa-ს კრიპტო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგადახდო სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობას და გლობალური ეკოსისტემის შექმნის საჭიროებას, სადაც მეტად იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის მყისიერი საგადახდო სისტემები.როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის(RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონული თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.„გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება არის გადახდების მომავლის ერთ-ერთი მთავარი გასაღები“, - აცხადებს ეკატერინე გალდავა.პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა პატ პატელი-GFTN-ის ფორუმების აღმასრულებელი დირექტორი.„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1 000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

1761815637

2025 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონ...

„საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.0 მილიონი შემოსვლა, რაც 6.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათივე განმარტებით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.7 % განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.„2025 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.0 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 80.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.2025 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 567.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (664.6 ათასი), თურქეთისა (430.0 ათასი) და სომხეთის (329.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.ვიზიტორების უმრავლესობა (45.4 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.2 პროცენტს შეადგენდა.2025 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.7 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306.3 ათასი და 1 274.4 ათასი ვიზიტი.2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა და 2 467.5 ლარი შეადგინა“,-აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1761812640