ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან: საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს; საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს; სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს; საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში - 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში - 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა. 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო.

1754814967

ეკატერინე მიქაბაძე - S&P Global Ratings-ის შეფასებით, სებ-ის მონეტარულ...

მიქაბაძეს ყურადღება გაამახვილა S&P Global - ის ანგარიშში ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის ნაწილზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.სარეიტინგო კომპანია თავის მიმოხილვაში საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება.„საზედამხედველო პოლიტიკა, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და კორპორაციული მმართველობა ხელს უწყობს ძლიერ საბანკო რეგულირებას, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან,“ - აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-რეზიდენტმა.S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.

1754738162

S&P Global - საქართველოს საბანკო რეგულირება ფართოდ შეესაბამება საერთაშ...

როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც საბოლოოდ წვლილი შეიტანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში.S&P Global თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება.“ჩვენი შეხედულებით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.S&P Global-ის  პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა. 

1754738008

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრ...

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით, წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის.4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით.კანონმდებლობის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება; ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიემართა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18:00 საათისა. ამგვარი უფლებამოსილება 7 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდა, თუმცა, მათგან ორმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიმართა. შესაბამისად, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით.საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“№2 – „დემოკრატთა ალიანსი“№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“№4 – ქართველ ერთობა№5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“№6 – „მესამე გზა“№7 – „თავისუფალი საქართველო“№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“№9 – ძლიერი საქართველო-ლელო№10 – „მემარცხენე ალიანსი“№11 – „საქართველო“№12 – მწვანეთა პარტია№13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“№14 – „სახალხო ხელისუფლება“№25 – „გახარია საქართველოსთვის“№36 – გირჩი№41 – ქართული ოცნება

1754737830

ქართველი მოსწავლეები AI საერთაშორისო ოლიმპიადაში იმარჯვებენ - ნაკრების...

ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოლიმპიადის ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა.საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები.ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.

1754673540

ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებთან გა...

კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51- მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.კონკურსანტებთან გასაუბრება დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ასევე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ლაივ რეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.რაც შეეხება კონკურსს - 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. 254 კონკურსანტიდან ბოლო სამ საერთო არჩევნებზე და ასევე 2022 და 2023 წლების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება აქვს 183 კონკურსანტს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება - 27 კონკურსანტს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა მიღებული აქვს 178 კონკურსანტს.საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს ცესკო სხდომაზე ხვალ, 9 აგვისტოს აირჩევს, რის შემდეგაც არჩეულ პირთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე.

1754671980