ახალი ამბები

სხვა სიახლეები
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შ...

მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა „თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება„წინ და წინ: ფინანსობანა" პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და ფინანსური განათლების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თეატრალური წარმოდგენები სულ საქართველოს 7 ქალაქში ჩატარდა და მას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.სპექტაკლი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა.

1764832260

გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატის შედეგები ცნობილია

მონაწილეებს გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე trader.ge რეალურ საინვესტიციო პროცესებში ჩართვისა და საკუთარი სტრატეგიების გამოცდის შესაძლებლობა მიეცათ. მონაწილეები მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ასპარეზობდნენ, ხოლო ჩემპიონატის მთავარი მიზანი ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევა იყო.საუკეთესო სამეულში მოხვდნენ მონაწილეები, რომლებმაც შემდეგი შედეგი დააფიქსირეს: I ადგილი – +113.4% II ადგილი – +78.1% III ადგილი – +25.8% გამარჯვებულებმა საერთო $20,000-იანი საპრიზო ფონდიდან შესაბამისი პრიზები მიიღეს: I ადგილის მფლობელმა – $10,000 II – $5,000 III – $3,000 ხოლო ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი $1,000-ით დაჯილდოვდა.„თრეიდინგის ჩემპიონატი იქცა კარგ შესაძლებლობად ყველასთვის, ვისაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურდა. trader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მომხმარებლებს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – განაცხადა დავით ნიშნიანიძემ, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა.გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმისა და საბროკერო სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. https://galtandtaggart.com/ 

1764831600

სიფა 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ერთვება და...

ინფორმაციასაქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში ერთვება და საბჭოებსა და კომისიებში 19 კანდიდატს წარადგენს. სიფას მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად. სიფას მთავარი პრიორიტეტებია:სამართლიანი გარემო - მხარეთა რეალური თანასწორობა სასამართლოში.ასოციაციის სისტემური ცვლილება - კოლეგიური მართვა ერთპიროვნულის ნაცვლად.ახალი თაობა - რეალური დასაქმების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის.ადვოკატის დაცვა - ეთიკის მაღალი სტანდარტი, როგორც ჩვენი ფარი. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

1764779315

უკვე მეცხრედ, საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის - 500 Gl...

4 დეკემბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის თეატრში აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება - Demo Day გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას საკუთარი სტარტაპები გააცნონ.Demo Day-ზე აუდიტორიის წინაშე 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის სტარტაპი წარდგება - AI-ზე დაფუძნებული ჯანდაცვის სტარტაპიდან, გაყიდვების ავტომატიზაციის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, პროკურმენტისა თუ მოდის მიმართულებით.ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ დამფუძნებლების, გლობალური ინვესტორების პრეზენტაციებსა და შოუქეისებს, რომელთა ძირითადი ყურადღების ცენტრი ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ტექნოლოგიების მომავლის ჩამოყალიბებაზე მისი ზეგავლენა იქნება.Demo Day-ზე აუდიტორიას საკუთარ სტარტაპებს გააცნობენ:AdMagica.aiხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით. ხელსაწყო ანაცვლებს გრაფიკული დიზაინერსა და ციფრულ მარკეტოლოგს, პარალელურად კი ახდენს სარეკლამო ვიზუალების ოპტიმიზაციას კონვერსიისთვის.AdsmomAdsmom ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.Callsy AICallsy პირველი AI გაყიდვების აგენტია, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს. Callsy პერსონალიზებული სატელეფონო ზარით ავტომატურად უკავშირდება მომხმარებლებს და დაუმთავრებელ შესყიდვებს, გაყიდვებად აქცევს.DataCallDataCall მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენსDefect aiAI სამედიცინო აუდიტის სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.FashionLabხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლიან ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში - ხდიან მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.Talk Labsხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას.Neolinkხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმაა.Quantum Neuron, IncQuantum Neuron არის Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.RebookifyRebookify ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება, გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.Spotwiseეს არის AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად.StackboosterStackbooster-ი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.

1764772395

პროკრედიტ ბანკი კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025-ის გამარჯვებულია

ბანკმა ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში: SDG8 ღირსეული სამუშაო გარემო და ეკონომიკური ზრდა.ეს ჯილდო აღიარებაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურის, რომელიც პროკრედიტმა 26 წლის წინ დანერგა.

1764772126

30 პროექტი, 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნილი შესაძლებლობა - ს...

11 რეგიონი, 25 სკოლა, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა - საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს და მოსწავლეებისთვის ქმნის შემეცნების, ახალი აღმოჩენების სივრცეს. იდეათეკების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.2000-მდე მოსწავლე, 300-ზე მეტი სტიპენდიატი - STEM სკოლა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.300-ზე მეტი სკოლა, 1500-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი STEM ოლიმპიადაა, რომელშიც წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.105 000-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის “ევერესტის” გენერალური სპონსორია. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 35 000 მოსწავლე მონაწილეობს, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკისგან ლეპტოპები გადაეცემათ.400-მდე მოსწავლე - საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და GITA-ს თანამშრომლობით შექმნილი პროექტი - Code IT, პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.21 ადგილობრივი უნივერსიტეტი, 350-ზე მეტი სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში, წელს 210 სტიპენდიატი გამოვლინდა.68 სტიპენდიატი - 2025 წლიდან საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UNI Grant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.3 საერთაშორისო სტიპენდია, 56 სტიპენდიატი - CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ 5 შეემატა.7 პროფესიული აკადემია, 20 სტიპენდიატი - საქართველოს ბანკი, ახალგაზრდების მხარდასაჭერად, კიდევ ერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, წელს უკვე გამოვლინდა 20 სტიპენდიატი.180 მასწავლებელი, 10 ფინალისტი, 1 გამარჯვებული - განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. წელს პროექტში მონაწილეობა 180-მა მასწავლებელმა მიიღო.აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოს ბანკის, MasterCard-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივით, წელს AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატები მალე გამოვლინდებიან და ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიულ აკადემიებში დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს.ამასთან, საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

1764771180