ნავთობკომპანია გალფის ავტოგასამართ სადგურზე საჩემპიონო კედელი - "Trophy Wall" გაიხსნა, რომელიც მერაბ დვალიშვილმა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად გახნა.
კედელზე მერაბ დვალიშვილის მურალი გაკეთდა UFC-ის საჩემპიონო ქამართან ერთად.
ნავთობკომპანია გალფის ავტოგასამართ სადგურზე საჩემპიონო კედელი - "Trophy Wall" გაიხსნა, რომელიც მერაბ დვალიშვილმა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად გახნა.
კედელზე მერაბ დვალიშვილის მურალი გაკეთდა UFC-ის საჩემპიონო ქამართან ერთად.
შეთანხმების თანახმად, გლობალური ტერმინალის ოპერატორი Terminal Investment Limited (TIL), MSC-ის შვილობილი კომპანია, SOCAR Terminal-ის აქციონერი გახდება.ბაქოში ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ეგეოსის რეგიონის უდიდეს საკონტეინერო პორტში, SOCAR Terminal-ში ერთობლივი ინვესტიციები ხელს შეუწყობს თურქეთის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ მიწოდების ჯაჭვში.თანამშრომლობა უზრუნველყოფს SOCAR Terminal-ის ინტეგრაციას TIL-ის ფართო გლობალურ ქსელში. აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში ახალი ინვესტიციების გზით, ტერმინალი გაზრდის არსებულ სიმძლავრეს, გააუმჯობესებს ოპერაციულ ეფექტურობას და მიაღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.SOCAR Terminal ეგეოსის რეგიონის უდიდეს საკონტეინერო ტერმინალს წარმოადგენს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონული, ასევე გლობალური ვაჭრობისთვის. მას აქვს 700 მეტრის სიგრძის და 16 მეტრის სიღრმის უწყვეტი ნავმისადგომი, ასევე 420 ათასი კვადრატული მეტრის პორტის ფართობი და 30 ათასი კვადრატული მეტრის უკანა ზონა.SOCAR Terminal-ს შეუძლია მიიღოს ახალი თაობის დიდი ULCS კლასის გემები და ერთდროულად დაამუშაოს რამდენიმე ძირითადი გემი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის დროს.SOCAR Terminal, რომელიც მოქმედებს „მომავლის პორტის“ კონცეფციით, იყენებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ინდუსტრიაში დიგიტალიზაციასა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების გზით. გარდა ამისა, ის ქმნის მდგრად ბიზნეს მოდელს ნახშირბადის კვალის შემცირებით, განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირებით და ენერგოეფექტურობის გაზრდით.
1758018649
ონლაინ გაყიდვების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ვაჭრობის ამ მეთოდს ანიჭებს, რის გამოც საქართველოში ონლაინ შოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ რისკებიც მაღალია და მომხმარებლების მიერ კონკურენციის სააგენტოში დაფიქსირებული განცხადებების დიდი წილი სწორედ ონლაინ ვაჭრობაზეა.შესაბამისად, მატულობს ელექტრონული კომერციის ბაზარიც. როგორც სააგენტო ციფრულ მარკეტინგის სფეროს პროფესიონალი მერაბ გოცირიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, ტრენდი შეიცვალა და ელექტრონული კომერცია საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა.,,5 წლის წინ ონლაინ გაყიდვებზე 2% თუ მოდიოდა, ახლა დაახლოებით 9 %-ია. გლობალურ ბაზრებზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. ელექტრონული კომერციის განვითარებამ შესაძლებლობა მისცა, ერთი მხრივ, გამყიდველს უფრო მარტივად მოახდინოს საქონლის რეალიზაცია და მეორე მხრივ, მყიდველმა უფრო მარტივად შეიძინოს სასურველი ნივთი. შესაბამისად, ორივე მხარისთვის კომფორტული სერვისია. ამიტომ მოთხოვნა გეომეტრიული პროგრესით მატულობს.ამ სეგმენტის განვითარებას ხელს უწყობს ისიც, რომ ჩვენთან გადახდის სისტემა კარგად არის განვითარებული, ვიდრე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, თუნდაც როგორიცაა გერმანია. ყველა შესაძლებლობაა ქართულ ბაზარზე, რათა მარტივად მოხდეს პროდუქტის შეძენა.რისკი ონლაინ გაყიდვების სფეროში ორივე მხრიდან შეიძლება არსებობდეს, როგორც გამყიდველის, ასევე მომხმარებლის მხრიდან. ვრცელდება არასწორი ლინკები, თითქოს რაღაცას ყიდიან, რაც არის მცდელობა, რომ მომხმარებელი მიიტყუონ. გააჩნია იმასაც, რა რისკებზეა საუბარი. შეიძლება რაღაც შეუკვეთოს მყიდველმა და საქონელი დაუგვიანდეს ან სხვა რამ ჩამოუვიდეს.რაც შეეხება სანდოობას, საქართველოში ბევრი ონლაინ მაღაზია არ არის. ფიზიკურად სავაჭრო სივრცე არ აქვთ, მაგრამ დიდი ბრენდია, მაგალითად, ,,ველი სთორი", ,,ექსტრა.ჯი". დიდი მაღაზიები არ აქვთ, მაგრამ ყველა ენდობა და ამ ბრენდებთან პროდუქტის შეძენა სრულიად უსაფრთხოა", - აღნიშნა მერაბ გოცირიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.სექტორში კონკურენციასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც საუბრობენ. ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელის, თამარ გოგოლაშვილის თქმით, უცხოური ონლაინ მაღაზიების მხრიდან მზარდი კონკურენციის გამო, ქართული ელექტრონული კომერცია აქტიური კრიზისის ფაზაში შევიდა. ეს მეტწილად ჩინური პლატფორმა "ტემუს" გააქტიურებამ გამოიწვია, რომელმაც ბაზრის დაახლოებით 2/3 უცებ დაიკავა.„ქართველი მომხმარებლები "ტემუსა" და სხვა ჩინურ პლატფორმებზე ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქციას იძენენ. ამან განაპირობა ის, რომ ქართულ ონლაინ სივრცეში ბევრი მაღაზია უკვე დაიკეტა, დიდი მაღაზიებიც კი კრიზისში არიან, მათი რეალიზაცია შემცირებულია. იმისთვის, რომ აქაური ონლაინ მაღაზიები შექმნილ ვითარებას მორგებოდნენ, ისინი იმ პროდუქციას, რომელიც "ტემუზე" იყიდება უფრო მარტივად, ფაქტობრივად, აღარ სთავაზობენ მომხმარებელს, ვინაიდან არამოგებიანია. ისინი ცდილობენ, რომ პროდუქციის ახალ კატეგორიებზე გადაერთონ, ეს არის ის პროდუქცია, რომლის "ტემუდან" გამოწერის შემთხვევაში, განბაჟება სჭირდება. მაგალითად, ბაღის ატრიბუტიკა, ავეჯი და ა.შ“, - განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა, თუმცა, დასძინა, რომ კრიზისი იმდენად მწვავეა, რომ ახალ პროდუქციაზე გადართვაც ვერ აბალანსებს.ამასთან, როგორც ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა განაცხადა, საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ, სამჯერ არის გაზრდილი 50 ლარის ღირებულების პროდუქციის შემოდინება. ადგილობრივ ბაზარზე არაჯანსაღი გარემოა, ბაზარზე ოპერირებენ როგორც რუსული, ისე ჩინური ონლაინ მაღაზიები, კონკურენცია კი იმდენად მზარდი და ყოვლისმომცველია, რომ ფაქტობრივად მალე, შეიძლება ბევრი ქართული ონლაინ მაღაზია დაიხუროს.აღსანიშნავია, რომ ციფრული ვაჭრობა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გახდა პოპულარული. დღეს თითქმის ყველა კატეგორიაში, დაწყებული კვებიდან ტექნიკამდე, მრავლადაა ონლაინ მაღაზიები, რომლებიც მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.გარდა ამისა, საქართველოში უამრავი მცირე და საშუალო მეწარმეა, რომელიც პროდუქციის რეალიზაციას სწორედ ონლაინ გაყიდვით ახერხებს. სამკაულების მაღაზია სწორედ პანდემიის პერიოდში დააფუძნა მეწარმე ნანა გრიგოლავამ და მომხმარებელთან დღემდე ამ ფორმატით ამყარებს კომუნიკაციას.,,პანდემიისას, როცა ფიზიკურად არ იყო ვაჭრობის საშუალება და ფესტივალებზეც კი ჭირდა გასვლა, ონლაინ გაყიდვა მეწარმეებისთვის ერთადერთი ხსნა იყო. ჩვენს შევქმენით სამკაულების მაღაზია ,,პრენიტი". ამან ბრენდის ცნობადობას ხელი შეუწყო და მომხმარებელთა რაოდენობაც გაიზარდა. მესმის, რომ არსებობს გარკვეული რისკიც, როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლის მხრიდან, მაგრამ მთავარია, კომფორტული სერვისი შევთავაზოთ მყიდველს, ეს ეხება როგორც ხარისხს, ასევე პროდუქციის დროულ მიწოდებას.ზოგადად ონლაინ ვაჭრობა ძალიან პოპულარული ხდება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის დიდი შესაძლებლობა, განვითარდნენ და ბაზარზე მყარად მოიკიდონ ფეხი, რაშიც მომხმარებლის მხრიდან ნდობა ყველაზე დიდ როლს ასრულებს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მეწარმემ.ცნობილია, რომ დარღვევების დიდი წილი ვაჭრობაში სწორედ ონლაინ ვაჭრობაზე მოდის. 2022-25 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კონკურენციის სააგენტოს საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათ 1 მილიონ ლარამდე აუნაზღაურდათ.ძირითადად, პრეტენზია ფიქსირდებოდა ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე. ონლაინ ვაჭრობა იკავებს 70%-ს, ხოლო ნივთის ადგილზე შეძენა 30%-ს. მიმართვიანობის მიხედვით ლიდერობს თბილისი (83%), რომელსაც მოჰყვება აჭარის რეგიონი (5%) და იმერეთი (4%).წყარო: resonancedaily.com
1758017404
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა."თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ივლისში შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა კვლავ გაიზარდა, რაც, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ერთჯერად ფაქტორებსაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისში, დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიუხედავად, ლარის დეპოზიტების ნაშთიც გაიზარდა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღინიშნა, კვლავ ლარიზაციის აჩქარების დინამიკა შეინიშნება. გარდა ამისა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა და, როგორც ჩანს, სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი.რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ წლიურთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით (პპ) ნაკლები, 3.5% შეადგინა.როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი ამოიწურა. უფრო მეტიც, ინტერნეტის გადასახადი ივლისთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში მთლიანი ინფლაციის 0.2 პპ-ით და მომსახურების ინფლაციის 1.2 პპ-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, მომსახურებაზე ფასები წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, ასევე მოლოდინების შესაბამისად. მომსახურების ფასების ზრდის ტემპი აჩქარებულია თვიურ ჭრილშიც, რაც ინფლაციაში კვლავ ადგილობრივი ფაქტორების მზარდ როლზე მიუთითებს.ინტერნეტის გადასახადის ეფექტის მილევის შემდგომ, ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც 2024 წლიდან ინფლაციის შემცირებას განაპირობებდა, უკვე სრულად ამოწურულია. პირიქით, ამჯერად ერთჯერადი ფაქტორები უკვე ინფლაციის ზრდის მიმართულებით მოქმედებს, რაც პურსა და იმპორტულ სიგარეტზე (აქციზის განაკვეთის ზრდის შედეგად) ფასების მატებით არის გამოწვეული. აღნიშნულმა აგვისტოში ინფლაცია, დაახლოებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სიგარეტის შემთხვევაში, ეს ეფექტი მომდევნო წლის იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო, პურის შემთხვევაში, აპრილამდე. ამასთან, აგვისტოში საწვავზე ფასების წლიური კლებით გამოწვეული დისინფლაციური ეფექტი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რაც ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასების ზრდით არის განპირობებული.პროდუქტების წარმოშობის მხრივ, ადგილობრივად წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები აგვისტოში 6.6%-მდე აჩქარდა, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სეზონურად შესწორებულმა გაწლიურებულმა ინფლაციამ კი 7.9% შეადგინა. 4-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დადებითი იყო იმპორტული ინფლაცია, რომელმაც აგვისტოში წლიურად 0.8%-ს მიაღწია, ხოლო, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა - 5.2%-ს. იმპორტული ინფლაციის დინამიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, როგორც ადრეც აღინიშნა, ამ არხიდან ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.აგრეთვე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.5%-იანი კლებაა. ბოლო წლების დინამიკის მსგავსად, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი კვლავ რეინვესტირებულ მოგებაზე მოდიოდა, რომელმაც მეორე კვარტალში ჯამური მაჩვენებლის 80.4% შეადგინა, ხოლო ექვს თვეში - 81.1%. უცხოური ინვესტიციების შემცირება სწორედ რეინვესტიციებისა და სავალო ვალდებულებების კლებას უკავშირდება, ხოლო სააქციო კაპიტალის კომპონენტში გარკვეული ზრდა დაფიქსირდა,'-აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკური განახლებაში.
1758016883
კერძოდ, საუბარია ბოლო, მეორე კვარტლის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, ავტოდაზღვევა რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ს აქვს, რაც დაახლოებით 147 ათასს ავტომობილს შეადგენს. ამ ფონზე ავტოდაზღვევით არ სარგებლობს 1.7 მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე მეტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უცნობია, ამ ავტომობილებიდან რამდენია მოქმედი.როგორც ირაკლი იზორია აღნიშნავს, წლების მიხედვით დინამიკა თითქმის ერთ დონეზეა, რასაც რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი, დაზღვევის კულტურის ნაკლებობა თუ სხვა.„ჩვენ წლებია ვაკვირდებით ავტომობილების დაზღვევის დინამიკას, ვიცით რომ, მესამე პირის დაზღვევა უნდა გამხდარიყო სავალდებულო და ეს კარგიც იქნებოდა, პარლამენტშიც იყო ინიცირებული, მსჯელობდნენ, მაგრამ მიღება არ მომხდარა. ავტომობილების დაზღვევის დაბალ მაჩვენებლებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ამას იწვევს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. მაგალითად, დაახლოებით ავტოპარკის 50%-ზე მეტი არის 15 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალფასიანი ავტომობილებია ძირითადად და მათ მძღოლებს აქვთ დაბალი შემოსავლები. ასევე, მძღოლებს ჰგონიათ, რომ დაზღვევის ფასი არის მაღალი და დამატებით ხარჯად აღიქვამენ.მეორე მიზეზი დაკავშირებულია სისტემურ და სამართლებრივ ნაწილთან. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სავალდებულო არის მესამე პირის და ავტომობილის დაზღვევა, თუმცა საქართველოში არ არის სავალდებულო. შესაბამისად არ ხორციელდება კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და მძღოლებიც არ იღებენ ვალდებულებას, რომ კეთილი ნებით სადაზღვევო პაკეტი აიღონ. ასევე, დაზღვევის კულტურის ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში, ტარდებოდა „პიარ“ კამპანიები, მაგრამ ეს არასაკმარისია. არ გვაქვს დაზღვევის კულტურა ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის, რომ მცირე რაოდენობის ავტომობილებია დაზღვეული.ამას ემატება ზოგი მძღოლის მენტალიტეტი, რომ „მე არ დამემართება საგზაო შემთხვევა და რაში მჭირდება“. გარდა ამისა, ამ ყოველივეს ემატება დაუსჯელობის განცდაც, რადგან სავალდებულო არაა და არავინ არ გვაჩერებს და ითხოვს დაზღვევას. სავალდებულო რომ იყოს, ამას თავს ვერავინ აარიდებდა,“ - აღნიშნავს ირაკლი იზორია.გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სადაზღვევო პაკეტებიც. იზორიას თქმით, ხშირად სადაზღვევო კომპანიები ისეთ პოლისებს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომ არამომგებიან მდგომარეობაში აყენებენ.„კიდევ ერთი ფაქტორი დაკავშირებულია სადაზღვევო ინდუსტრიაზე. ზოგჯერ სადაზღვევო ინდუსტრია ისეთ პაკეტებს სთავაზობს მოქალაქეებს, რომ არამომგებიან პირობებში აყენებს მძღოლებს. ამ პირობებში მძღოლებს არ აქვს ნდობა სადაზღვევოების მიმართ, მათ ეშინიათ რომ თუ გადაიხდიან თანხას, ვერ მიიღებენ დახმარებას და თანხის გადაყრა მოუწევთ.თავის მხრივ, სადაზღვევო სექტორის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ბიუჯეტური პაკეტები უნდა შესთავაზონ მოსახლეობას, უნდა იყოს როგორც თვიური, ასევ წლიური გადასახადის სისტემა და ეს უნდა იყოს დარეგულირებული.მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩარევა, რომ სადაზღვევო კომპანიებს დაუწესდეს მაღალი ზღვარი, კონკრეტულად უნდა იყოს ზღვარი, რომლის შემდეგაც არ იქნება დასაშვები დაზღვევის ხარჯების გაზრდა. მნიშვნელოვანია, სადაზღვევო სექტორის მხრიდან წახალისების სისტემაც, მაგალითად, ვისაც ავტომობილის დაზღვევა აქვს, რომ ისარგებლოს საწვავზე ვაუჩერებით ან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში შეღავათებით - საგადასახადო სტიმულირება მეტი უნდა იყოს“, - ამბობს ირაკლი იზორია.საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ავტოდაზღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებს სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა აღმოფხვრის.„რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ქვეყანამ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა უნდა მიიღოს; ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება ამ ნაბიჯით. შესაძლოა ადამიანმა დააზღვიოს ავტომობილი, მაგრამ დაზღვეული იყოს ავტომობილი როგორც მისი ქონება და დაზღვეული ჰქონდეს საკუთარი ჯანმრთელობა. ხშირად მძღოლები არ აზღვევენ მესამე პირს. თუ მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა და ხდება სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზღვევა, როცა პაკეტი მხოლოდ მძღოლსა და ავტომობილზეა, არ ნაზღაურდება მესამე პირი. არის შემთხვევები, როცა მესამე პირი მკურნალობის გარეშე და დაზიანებული ავტომობილით რჩება. ამ რისკების დასაზღვევად ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ირაკლი იზორიამ.BPN.GE
1758016647
მისივე შეფასებით, დაქირავებულზე ხელფასის წლიური მატება (+207 ლარი) აღემატება რაციონალური ნორმის ფარგლებში საჭირო საკვების – კარტოფილისა და თევზის შესაძენ თანხას. პოზიტიურ ტრენდს ამყარებს ისიც, რომ ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში – მაგალითად, განათლების სფეროში, სადაც ხელფასები 19.3%-ით გაიზარდა, რაც საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.„საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2025 წლის მეორე კვარტალში 2212.0 ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.3 პროცენტით გადააჭარბა. ხელფასის მატების ტემპი 2.6-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის ტემპს, რის შედეგად ადგილი ჰქონდა რეალური ხელფასის მატებას დაახლოებით 6.1 პროცენტით. ხელფასის მატებისა და ეროვნულ მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, თვეზე გადაანგარიშებით, 2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიცა დაახლოებით 285 მლნ. ლარით მეტი ხელფასი, რაც საქართველოს 11.4 ათასზე მეტი შინამეურნეობის წლიური შემოსავლის ეკვივალენტურია.ერთ დაქირავებით დასაქმებულზე გაანგარიშებით, საშუალო თვიური ხელფასის წლიური მატება (+207.1 ლარი) საგრძნობლად აღემატება რაციონალური (რეკომენდირებული) ნორმის ფარგლებში წლიური მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობის კარტოფილის, თევზისა და თევზეულის შესაძენად საჭირო თანხას.საშუალო ხელფასის ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებს ხელფასების უფრო სწრაფი ზრდა შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში. - მაგალითად, განათლების სფეროში, რომელზეც მოდის ეროვნულ მეურნეობაში ყოველი მერვე დასაქმებული, საშუალო ხელფასი გაიზარდა 19.3 პროცენტით, რაც საშუალო მაჩვენებელს 1.9-ჯერ და მეტად აღემატება.ქალების შრომის ანაზღაურება გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცების (11.3% vs. 10.0%). ეროვნულ მეურნეობაში სხვაობა მამაკაცებისა და ქალების შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლებს შორის შემცირდა 2012 წლის 39.8 პროცენტიდან 2025 წლის 33.4 პროცენტამდე. ამასთან, ამჟამად ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული ყოველი მეექვსე ქალის შრომის ანაზღაურება აღემატება ეროვნულ მეურნეობაში არსებულ საშუალო ხელფასს (2212.0 ლარს). ქალების ამჟამინდელი საშუალო ხელფასი თავისი რეალური მსყიდველობითი უნარიანობით მამაკაცების 4.5-წლის წინანდელი საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობის ეკვივალენტურია - ეს სხვაობა დაახლოებით 2.5 წლით ნაკლებია 2010-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, როდესაც სხვაობა დაახლოებით 7.0 წელს შეადგენდა.ბიზნეს-სექტორში, რომელზეც მოდის დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობის თითქმის 4/5, საშუალო შრომის ანაზღაურება შეადგენს 2317.6 ლარს, რაც 4.8 პროცენტით აღემატება საშუალო ხელფასს ეროვნულ მეურნეობაში და დაახლოებით 26.0 პროცენტით - ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგებში ჩამოყალიბებულ საშუალო ხელფასს.“ - წერს არჩვაძე.
1758016492
„ჩვენი მხრიდან, თანასწორ საფუძველზე პრაგმატული დიალოგისთვის მზადყოფნას ღიად ვაცხადებთ. თუმცა, მსგავსი დიალოგი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რევანშისტულ ილუზიებზე უარს იტყვის, წარსულ აგრესიაზე პასუხისმგებლობას აიღებს და სამხრეთ ოსეთის „დასაბრუნებელ“ ობიექტად აღქმას შეწყვეტს“, - განაცხადა გაგლოევმა.მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას კვლავ ითხოვს“.„სამწუხაროდ, თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ საუბარი შეუძლებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ბოლოს გაკეთებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანასწორი და ცივილიზებული დიალოგის დამყარების სურვილით განწყობილი არ არის.როდესაც ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა არასერიოზულად ცხადდება, ამას რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მრავალწლიანი ძალისხმევა ნულამდე დაჰყავს და აკნინებს იმ ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმის მნიშვნელობას, სადაც ჩვენი ქვეყნების დიპლომატებს შორის კონტაქტები ხორციელდება“, - აღნიშნა გაგლოევმა.
1758016356
ტრამპის ვაჟი მილიარდერი გახდა
1757066688
“ჯორჯია მეტალის” გახსნის ფაქტორი იყო რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვი...
1757407803
გახმაურებული თაღლითობის საქმე ყაზახეთში - ბანკის თანამშრომლებმა ასობით...
1756809553
ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა...
1757670420
რუსეთში „იაშკინოს“ ბრენდის მფლობელებს ქონება ჩამოართვეს - მიზეზი
1757152898