მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე განუცხადა.

„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ, მე მგონი, დაბარებული. მე იმდენი რამ მაწუხებს, რომ ამას ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია, კრიზისზე ერთ საათში წყდებოდეს თემა“, - აღნიშნა ჭყონიამ.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება, ჭყონია აღნიშნავს, რომ „ცუდად“.

„ჩემი ორი მეგობარი რომ არის დაკავებული, შეწუხებული ვარ“, - აღნიშნა ჭყონიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეხვედრა მიმდინარეობს.