ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომა ორბელიანების სასახლეში დაიწყო.
სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.
კანდიდატების ვინაობა და გასაუბრების განრიგი ასეთია:
იოსებ ბერიკაშვილი 17:00
ლაშა ქავთარაძე 17:30
მამუკა ჯიბუტი 18:00
ეკატერინე ღაზაძე 18:30
შესვენება 19:00-19:30
გიორგი თაბუაშვილი 19:30
არჩილ იაკობაშვილი 20:00
ვახტანგ ჭარაია 20:30
ლევან სურგულაძე 21:00
კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა. კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი.
bm.ge