ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ - სასამართლო ქრონი...
ეპიზოდი პირველი - 29 ივნისი
ქართულმა სასამართლომ
გახმაურებული ბიზნესდავის
განხილვა დაიწყო. საუბარია
"ბრიტანულ-ქართული
აკადემიის" მინორიტარი
აქციონერისა (30%) და ყოფილი
დირექტორის, ნათია
ჯანაშიას მიერ წამოწყებულ
დავაზე მაჟორიტარი
აქციონერის (70%),
"საქართველოს განათლების
ჯგუფის" ("საქართველოს
კაპიტალის" შვილობილი)
წინააღმდეგ. ჯანაშიამ ეს
დავა 2024 წელს წამოიწყო.
"ბანკები და ფინანსები", მას
შემდეგ, რაც მხარეთა შორის
დაპირისპირებამ საჯარო და
საინფორმაციო სივრცეშიც
დაიდო ბინა, დავას
ყურადღებით აკვირდება,
რამდენადაც იგი თავისი
არსით და ხასიათით
გამორჩეული ბიზნესდავაა,
ქართული ბიზნესის უახლეს
ისტორიას თუ გადავავალებთ
თვალს.ამ დავის არსებითი
სასამართლო განხილვის
მიჯნაც, ცხადია, საინტერესო
მომენტია და ამდენად,
გადავწყვიტეთ, ჩვენი
მკითხველის ყურადღება
მივაპყროთ ამ სასამართლო
პროცესის ქრონიკას და იგი
მის მიმდინარეობასთან
დროში მაქსიმალური
თანხვედრით და
შეძლებისდაგვარი სიზუსტით
შემოგთავაზოთ.აღნიშნული
დავის წინარე ისტორია კი
ასეთია - 2019 წელს მხარეებს
შორის გაფორმდა წილის
ნასყიდობის ხელშეკრულება,
რომლის მიხედვითაც ნათია
ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ,
დავით ცეცხლაძემ
საქართველოს განათლების
ჯგუფისგან მიიღეს 29 მილიონ
300 ათასი ლარი
ბრიტანულ-ქართული
აკადემიის 70%-იანი წილის
სანაცვლოდ. მხარეთა შორის
შეთანხმებით, წილის
გაყიდვის მიუხედავად,
ნათია ჯანაშია აკადემიის
დირექტორის პოზიციაზე
დარჩა მომდევნო 5 წლის
განმავლობაში და
მეუღლესთან ერთად წლიურად 1
მილიონ ლარს იღებდა
ხელფასის სახით.2024 წელს, მას
შემდეგ რაც მენეჯმენტ
კონტრაქტი ამოიწურა და
მაჟორიტარმა აქციონერმა
ნათია ჯანაშია
ბრიტანულ-ქართული
აკადემიის დირექტორად
აღარ დატოვა, ჯანაშიამ
სასამართლოს მიმართა და
მემორანდუმიდან გასვლა და
ზიანის ანაზღაურება
მოითხოვა. შემდგომში მან
ასევე მოითხოვა
"საქართველოს განათლების
ჯგუფის“ გარიცხვა
პარტნიორობიდან 10 მლნ აშშ
დოლარის გადახდის
პირობით.როგორც
მოსალოდნელი იყო, ამ
სარჩელებს "საქართველოს
განათლების ჯგუფმა"
შესაგებელი სარჩელებით
უპასუხა და სწორედ ამ და
კიდევ რამდენიმე ამბის,
როგორც გაერთიანებული
სარჩელის, სასამართლო
გარკვევა დაიწყო 2026 წლის 29
ივნისს თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე
ქეთევან კურცხალიამ,
რომლის წარმოებაშიც
მოიყარა თავი საკითხთან
დაკავშირებულმა
სარჩელებმა.29 ივნისს შედგა
სარჩელის განსახილველი
მოსამზადებელი სასამართლო
სხდომა, სადაც სასამართლომ
მხარეთა მიერ წარდგენილი,
სარჩელზე თანდართული
მტკიცებულებების მიღების
პროცესი დაიწყო.ამავე
სხდომაზე უნდა
დაკითხულიყვენ მოწმეები -
ნათია ჯანაშიას მხარის
მიერ გამოძახებული
კერძოლიცენზირებული
აუდიტორი/შემფასებელი, -
ქალბატონი ნინო ბერაია,
რომელმაც
შეაფასაბრიტანულ-ქართული
აკადემიის ღირებულება 2024
წლის ნოემბრის
მდგომარეობით, მან ასევე
შეაფასა რაიქნებოდა
ბრიტანულ-ქართული
აკადემიის ღირებულება ორი
კამპუსის მშენებლობის
პროექტისგანხორციელების
შემთხვევაში და ასევე
დაითვალა რათეორიული
დივიდენდი დაიკარგა ორი
სკოლისმშენებლობის
პროექტის
განუხორციელებლობითმომდევნო
11 წლის განმავლობაში.
სწორედ ამ შეფასების
შედეგად დაითვალა ის 15
მლნდოლარის ზიანი, რასაც
ნათია ჯანაშია
ითხოვსმემორანდუმიდან
გასვლის საქმეში.
აღნიშნულის
საწინააღმდეგოდ,
"საქართველოს განათლების
ჯგუფმა" დიდი ოთხეულის
წარმომადგენელ
საერთაშორისო აუდიტორულ
კომპანია KPMG-ს დაუკვეთა
ბერაიას წარმოდგენილი
დასკვნის შეფასება, რომლის
სასამართლოსთვის და
შესაბამისად, მხარისთვის
წარდგენის შემდეგ,
ქალბატონმა ბერაიამ
სწორედ 29 ივნისის სხდომის
დაწყების წინ (სადაც მოწმედ
უნდა დაკითხულიყო),
წარმოადგინა განახლებული
დასკვა. ამ დასკვნის
შინაარსი "საქართველოს
განათლების ჯგუფისთვის“,
ბუნებრივია, ვერ იქნებოდა
ცნობილი და ამდენად,
"საქართველოს განათლების
ჯგუფმა“ მისი დაკითხვის
გადადება მოითხოვა (ამ
შუამდგომლობას ნათია
ჯანაშიას უფლებების
დამცველებიც
დაეთანხმნენ).გადაიდო
ასევე, მოწმე გიორგი
კეთილაძის დაკითხვაც.
მიზეზი იყო ის, რომ მისი
მოწმედ გამოძახება
სასამართლოს მიერ მოხდა 26
ივნისს, პარასკევს, სამუშაო
დღის ბოლოს, ხოლო მოწმე
სასამართლოს წინაშე უნდა
წარმსდგარიყო პირველივე
მომდევნო სამუშაო დღის 12
საათზე. "საქართველოს
განათლების ჯგუფის“
ადვოკატთა განმარტებით,
მოწმესთან დაკავშირება და
მისთვის აღნიშნული
ინფორმაციის გადაცემა,
შეზღუდული დროიდან
გამომდინარე, ვერ მოხერხდა.
გიორგი კეთილაძე
"საქართველოს განათლების
ჯგუფის" ყოფილი დირექტორია.
სწორედ მისი დირექტორობის
პერიოდში, მისი უშუალო
ჩართულობით, გაფორმდა
მხარეთა შორის
ბრიტანულ-ქართული წილის
მემორანდუმი და
ნასყიდობა.სასამართლოს
მოსამზადებელ სხდომაზე
მოსამართლემ დააკმაყოფილა
"საქართველოს განათლების
ჯგუფის“ ადვოკატთა
შუამდგომლობა და
სასამართლო დარბაზის
დატოვება მოსთხოვა
დამსწრე მოქალაქეს -
სანდრო-ლევან
შანიძეს.ადვოკატთა
მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ
ფაქტს, რომ აღნიშნული პირი
მათ შემდგომში
გამოსაძახებელ მოწმეთა
სიაში ჰყავდათ შეყვანილი
და ამდენად,
მიზანშეუწონლად მიაჩნდათ
მისი დასწრება სასამართლო
სხდომაზე. ადვოკატთა მიერ
მოსამართლე
კურცხალიასთვის
წარდგენილი არგუმენტაციის
თანახმად, გაირკვა, რომ
სანდრო-ლევან შანიძე
წარსულში იყო
"ბრიტანულ-ქართული
აკადემიის" კალათბურთის
მასწავლებელიდა ნათია
ჯანაშიასთან დაახლოებული
პირი, რომელზეც ამჟამად
გადაფორმებულია ნათია
ჯანაშიას მიერ
კონტროლირებადი
ინტერნეტ-რესურსების
დომენები. ადვოკატებმა
სასამართლოს შეახსენეს 2025
წლის თებერვალში მომხდარი
პროვოკაციული ფაქტი.
საუბარია დავით ცეცხლაძის
მიერ გამართულაქციაზე,
რომლის დროსაც იგი სკოლის
შესასვლელთან მეგაფონით
აშინებდა მოწაფეებსა და
მშობლებს, რომ სკოლის
ტერიტორიაზე
გადაადგილდებოდნენ
შეიარაღებული პირები და
რომ არ შესულიყვნენ
საკლასო ოთახებში. აქციის
დროს, წარმოდგენილი
ინფორმაციის თანახმად,
დავით ცეცხლაძის გვერდით
და მის მხარდამჭერად და
ასევე მეგაფონის ხმამაღლა
მოლაპარაკის დამჭერად,
სწორედ სანდრო-ლევან
შანიძე იდგა. ამ ინციდენტის
შემდეგ იგი
გათავისუფლებულ იქნა
დაკავებული პოზიციიდან.
შანიძემ სარჩელი შეიტანა
სასამართლოში, თუმცა,
ისდავა "ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ სასარგებლოდ
დასრულდა. მოსამზადებელი
სხდომა, ამ ეტაპზე,
გადადებულია. მხარეებს,
ექსპერტ ბერაიას მიერ
წარმოდგენილი დასკვნის
თაობაზე საკუთარი
მოსაზრებების
სასამართლოსთვის
წარსადგენად ვადა 7
ივლისამდე განესაზღვრათ.
დიდი ალბათობით,
მოსამზადებელი სხდომა
ზემოთ აღნიშნული
მოწმეების დაკითხვით
განახლდება.
1783069965