ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ იმუქრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.