თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანომ (BTK) ქვეყანაში ელექტრონული SIM ბარათების (eSIM) რვა უცხოელ პროვაიდერს შეუზღუდა წვდომა.

ამის შესახებ პორტალი Haber 7 იტყობინება მარეგულირებლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.

შეზღუდულ სერვისებს შორისაა Saily, Airalo, Holafly, Nomad, Instabridge, Mobimatter, Alosim, BNESIM. ამავდროულად, მსგავსი სერვისების მიმწოდებელი ადგილობრივი კომპანიები (Trk Telekom, Turkcell, Vodafone) აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, ნათქვამია ანგარიშში.

მონაცემების თანახმად, ანგარიშში ჩამოთვლილი უცხოური სერვისების ვებსაიტები ღიაა, ზოგი იყენებს VPN-ს, ზოგი კი მის გარეშე.

eSIM არის ციფრული ან ჩაშენებული SIM ბარათი, რომელიც პოპულარულია ტურისტებში.