თიბისი, როგორც საქართველოს ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალი თაობის გამარჯვებების მხარდაჭერას. განათლება გამარჯვებაა- სწორედ ამ რწმენით, თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული AI ნაკრები 2-8 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOAI 2026 იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მრავალთვიანი, ინტენსიური მომზადება გაიარა. მონაწილეებმა GAIA-ს სპეციალური საოლიმპიადო პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკული მიმართულებები შეისწავლეს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილია, თანახელმძღვანელები კი ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ირიან.
შოთა ელყანიშვილი: „ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე მიღებულმა წარმატებამ კიდევ უფროგაგვიმყარა რწმენა, რომ საერთაშორისო დონეზეცკონკურენტუნარიანები ვართ. წლიდან წლამდევაუმჯობესებთ მომზადების მეთოდებს, რათათითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობებისრულად გამოავლინოს. გვჯერა, რომ ეს შრომასაერთაშორისო ოლიმპიადაზეც შედეგს მოიტანს“.
ლუკა დარსალია: „ჩვენ ვიცით, რომ ასტანაშიმსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები დაგვხვდებიან, თუმცაჩვენი გუნდი ამისთვის მზად არის. ინტენსიურმამომზადებამ თავდაჯერებულობა მოგვცა, ხოლო ასეთგამორჩეულ მოსწავლეებთან მუშაობა ჩვენთვისაცმუდმივი განვითარების პროცესია“.
ნიკა მიქაბერიძე: „ჩვენი მიზანი მაღალი შედეგი დამედლებია. მოსამზადებელ პროცესში უზარმაზარიშრომა ჩავდეთ, შევქმენით საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისი პროგრამა და გვჯერა, რომ ესყველაფერი საქართველოს ნაკრების წარმატებაშიაისახება“.
IOAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო ტექნოლოგიური შეჯიბრებაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. საქართველო მასში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ქვეყნის AI განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.
თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიურიეკოსისტემის გაძლიერება სტრატეგიულიმიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანიასისტემურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიცახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნას, საერთაშორისო გამოცდილებასა და საკუთარიშესაძლებლობების რეალიზების სივრცეს აძლევს.













