კანონი, რომელიც უცხოურ ბანკებს რუსეთში ფილიალების გახსნის საშუალებას აძლევს 1 სექტემბერს ამოქმედდა.

აქამდე რუსეთის ფედერაციაში უცხოურ საკრედიტო ორგანიზაციებს მხოლოდ შვილობილი ბანკებისა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა შეეძლოთ.

ახალი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, უცხოური ბანკის ფილიალი საბანკო მომსახურებას იურიდიულ და ფიზიკურ პირებს გაუწევს.

უცხოური ბანკების ფილიალების საქმიანობაზე კონტროლს რუსეთის ბანკი განახორციელებს.